ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე -73 კგ წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა შავდათუაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მესამე ოლიმპიური მედალი მოვიპოვე. რაც შეეხება გადამწყვეტ შეხვედრას, გულდასაწყვეტია, რომ დავმარცხდი, მაგრამ ეს სპორტის ნაწილია. დღეს ბრძოლისთვის ძალიან მოტივირებული ვიყავი. უზომოდ ბედნიერი ვარ და მთელს საქართველოს მივულოცავ ამ წარმატებას. გულშემატკივარს, […]