ოფიციალურად: ბარსელონას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
საფეხბურთო კლუბ “ბარსელონაში” საპრეზიდენტო არჩევნები შედგა და ხმების დათვლის პროცესიც დასასრულს უახლოვდება. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ამ მომენტისთვის ხმათა საერთო რაოდენობის 99.36% დათვლილია და ამ მონაცემების მიხედვით, ჟოან ლაპორტა დამაჯერებლად ლიდერობს. ლაპორტამ ხმათა 57.63% დააგროვა, რაც დაახლოებით 30 000-მდე ხმას უდრის. შესაბამისად, დარჩენილი ხმების დათვლის შემდეგაც, ნებისმიერ შემთხვევაში, 58 წლის ესპანელი გამარჯვებული იქნება. მეორე […]
ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი ცნობილია
“ბარსელონას” ოფიციალურ ვებგვერდზე კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი განთავსდა. ცნობილი გახდა, რომ კლუბის ახალი მესვეურის არჩევა 2021 წლის 7 მარტს მოხდება. აქამდე, არჩევნების ჩატარება 24 იანვარს იგეგმებოდა, თუმცა კატალონიის ხელისუფლებამ კლუბს განუცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამომრჩეველს მუნიციპალიტეტებს შორის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს. ამჟამად, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელის სავარძლის მოსაპოვებლად სამი კანდიდატი იბრძვის: ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი […]
ბარსელონას პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს
“ბარსელონამ” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა იმ 4 კანდიდატის სახელი გამოაქვეყნა, რომელმაც კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება მოახერხეს. კატალონიური გრანდის პრეზიდენტობისთვის ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი, ტონი ფრეიშა და ემილ რუსო იბრძოლებენ. მათ შორის ყველაზე მეტი ხელმოწერის შეგროვება კლუბის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჟოან ლაპორტამ შეძლო, რომელმაც კონკურენტებს საგრძნობლად გაასწრო და 10 257 ხმა მოაგროვა. დანარჩენმა სამმა კანდიდატმა: […]
ბარსელონას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი: “ეს ბინძური ომია”
“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა ემილი რუსომ, რომელმაც კანდიდატურა მოხსნა, თავისი გადაწყვეტილება განმარტა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შეაგროვა ხელმოწერების საჭირო რაოდენობა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი საეჭვო აღმოჩნდა. სიმართლის დასადგენად ჩატარდა შემოწმება. რუსო არ დაელოდა პროცესის დასრულებას და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა შედეგები მეორე დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო. “დღეს ღირსეული გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენ არ შეგვეძლო შევგუებოდით ბინძურ ომს […]
ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო
15 იანვარს, კატალონიის მთავრობამ და “ბარსელონას” წევრებმა საფეხბურთო კლუბის საპრეზიდენტო და გამგეობის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს. კატალონიელთა ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, მთავრობამ შეხვედრაზე “ბარსას” წარმომადგენლებს განუცხადა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტებს შორის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს. კლუბმა, თავის მხრივ, გამოაცხადა არჩევნების დანიშნულ თარიღზე ჩატარების შეუძლებლობა (24 იანვარი. ამ შეზღუდვების გამო, გადაწყდა არჩევნების […]
კიდევ ერთი კანდიდატით ნაკლები – ბარსელონას პრეზიდენტობისთვის სამნი იბრძოლებენ
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, “ბარსელონას” პრეზიდენტობისთვის მებრძოლ კანდიდატთა სია კვლავ მცირდება. რამდენიმე დღის წინ, კატალონიური გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 4 კანდიდატი დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთმა მონაწილეობის მიღება გადაიფიქრა. Sport.es–ის ცნობით, ემილი რუსომ კანდიდატურა მოხსნა. მან შეაგროვა ხელმოწერების საჭირო რაოდენობა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი საეჭვო აღმოჩნდა. სიმართლის დასადგენად ჩატარდა შემოწმება. რუსო არ დაელოდა პროცესის დასრულებას და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა შედეგები […]