დორტმუნდის ,,ბორუსიას” ნახევარმცველი, ტორგან აზარი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ,,პსვ ეინდჰოვენში” ითამაშებს. ,,ეს შესანიშნავი გუნდია. პსვ ნიდერლანდების ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, კლუბი, ასევე, ქვეყნის თასსა და ევროტურნირზე ასპარეზობს. ამ დიდ მატჩებში მონაწილეობის მიღებას მოუთმენლად ველი,” – განაცხადა აზარმა. მიმდინარე სეზონში ტორგან აზარის ანგარიშზე ,,ბორუსიას” მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 1 გოლი იყო. 19 ტურის შემდეგ ,,პსვ” 38 […]