ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, კლაუდიო სალა, რომელიც 1968/69 წლებში “ნაპოლიში”, კარიერის დანარჩენი პერიოდის განმავლობაში კი “მონცას”, “ტორინოსა” და “ჯენოას” შემადგენლობაში გამოდიოდა, ნეაპოლური გუნდისა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და მიიჩნევს, რომ მას გუნდისთვის იტალიის სერია A-ს მოგებაში დახმარება შეუძლია. “მე კვარაცხელიაში ჩემს თავს ვხედავ, ის სირბილით, ტექნიკით და კონტრშეტევის დროს დაგვირგვინების უნარით […]