საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” ვეტერანი იტალიელი მეკარე, სალვატორე სირიგუ დაიმატა. 35 წლის გოლკიპერი ნეაპოლიტანელებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენაძენია, ვინაიდან გუნდი გამოცდილმა დავიდ ოსპინამ დატოვა, ხოლო 25 წლის ალექს მერეტი დიდი ალბათობით კლუბს იჯარის წესით დატოვებს და შემდეგ სეზონში განათხოვრებით ითამაშებს. სირიგუმ, რომელიც კარიერის განმავლობაში “პსჟ-ს”, “სევილიას”, “პალერმოს”, “ოსასუნასა” და “ტორინოს” შემადგენლობაში ირიცხებოდა, ბოლოს კი “ჯენოას” მაისურს ირგებდა, […]