ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს მასტერსის 1/8-ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს მე-18 ჩოგანი, ალექს დე მინაური განაადგურა. ბასილაშვილმა ავსტრალიელი მეტოქის დამარცხება ძალიან მარტივად, 2 სეტში, 6:1; 6:1 მოახერხა. დაპირისპირება სულ რაღაც 1 საათს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა დე მინაურის წინააღმდეგ ძალიან დამაჯერებელი შეხვედრა ჩაატარა. 29 წლის ქართველს ცოტა შეცდომა ჰქონდა, მეტოქის ნახევარზე კი ულამაზეს დარტყმებს ასრულებდა. ტორონტოს […]