ლევან კობიაშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის – ცხინვალის ფეხბურთელები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, […]
ცხინვალის პრესსამსახური თურქეთში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
საფეხბურთო კლუბ “ცხინვალის” პრესსამსახური თურქეთში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ანტალიაში, შეკრებაზე მყოფი გუნდის ფეხბურთელებს ბრალი სავაჭრო ცენტრში ქურდობაში ედებოდათ. “ქართული საფეხბურთო (და არა მარტო საფეხბურთო) საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ჩვენი კლუბი შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობს. დაარსების დღიდან კლუბი იცავს ფიფას მიერ დადგენილ და უმთავრეს პრინციპად აღიარებულ FAIR PLAY-ის წესებს. უფრო მეტიც, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ […]
ოფიციალურად: ლაშა შინდაგორიძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა – ვიცე-ჩემპიონის მე-13 ტრანსფერი
ბათუმის “დინამომ” 2021 წელს მე-13 ტრანსფერი განახორციელა და კიდევ ერთი თავდამსხმელი დაიმატა. საქართველოს ბოლო 2 სეზონის ვიცე-ჩემპიონმა 28 წლის თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე დაიმატა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. “ზესტაფონის”, “ცხინვალის”, “დინამო თბილისის”, ქუთაისის “ტორპედოს”, ბოლნისის “სიონის” და “ბალმაზუივაროშის” ყოფილი ფორვარდი ბოლოს ბელარუსულ სოლიგორსკის “შახტიორში” თამაშობდა და ქვეყნის ჩემპიონატის მოგება მოახერხა. იქ შინდაგორიძე ყოფილ თანაგუნდელ გეგა […]
ნიკა კაჭარავა ლეხში არ დარჩება – საქართველოს ნაკრების ფორვარდი ანორთოსისში ბრუნდება
პოზნანის “ლეხი” საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ნიკა კაჭარავას კონტრაქტის გამოსყიდვას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული სპორტული მედია ავრცელებს და წერს, რომ ქართველი ფორვარდი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ “ანორთოსისში” დაბრუნდება. ცნობილია, რომ პოლონური კლუბი ფეხბურთელის წლიურ ანაზღაურებას (200 000) ევროს გადაიხდის, რაც საიჯარო ხელშეკრულებით მიმდინარე სეზონისთვის გათვალისწინებული ოდენობაა, თუმცა კონტრაქტის სრულად გამოსყიდვას ექსტრაკლასას წარმომადგენლები არ აპირებენ. ჯერჯერობით […]