წყალბურთის ევროპის ჩემპიონატს ხორვატიის ქალაქი – სპლიტი მასპინძლობს, სადაც ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები იღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრებმა ერთი გამარჯვებით შეძლო და ჯგუფური ეტაპი დასძლია. 1/8-ფინალში ჩვენი გუნდი ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, რის შედეგადაც რვა საუკეთესო ნაკრებს შორის მოვხვდით. მეოთხედფინალურ ეტაპზე საქართველომ ისეთ ქვეყნებთან ერთად იასპარეზა, როგორებიც უნგრეთი, მონტენეგრო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი და […]