LEN Champions League 2020-21 – წყალბურთში თბილისის დინამოს მეტოქეები ცნობილია
წყალბურთში LEN Champions League 2020-21 წლების სეზონის კენჭისყრის შედეგად, თბილისის “დინამოს” მეტოქეები გახდა ცნობილი. კენჭისყრის შედეგად, თბილისის დინამო B-ჯგუფში მოხვდა, სადაც მონტენეგროს, გერმანიის, ესპანეთისა და უნგრეთის რჩეულ გუნდებთან ერთად იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თბილისი “დინამო” ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველი მატჩბი 14-15 დეკემბერს გაიმართება. LEN Champions League 2020-21 წლების სეზონი […]
წყალბურთის კლუბმა დინამო თბილისმა ეროვნული ჩემპიონატის მესამე მატჩიც მოიგო
წყალბურთში საქართველოს 2020/21 წლების სეზონის ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მესამე მატჩში “დინამო თბილისმა” “არენა” 26:8 დაამარცხა. შეხვედრაში გოლების გატანა ქავთარაძემ (5), თეთრაძემ (2), ბითაძემ (3), ელაჩამ (5), ადეიშვილმა (3), ბაღათურიამ (2), რურუამ (1), ახვლედიანმა (2) და ვაპენსკიმ (3) გაიტანეს. “დინამო თბილისმა” წინა ორი შეხვედრაც “ლაგუნა-ვერესა” და “სპორტ-მენეჯმენტის” წინააღმდეგ, გამარჯვებით, შესაბამისად,23:8 და 25:8 დაასრულა.
დინამო თბილისმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა წყალბურთის კლუბმა “დინამო თბილისმა” ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. “დინამომ” “ლაგუნა ვერეს” – 25:8 სძლია. “დინამოს” მხრიდან გოლები ქავთარაძემ (2), სარიჩმა (3), ბითაძემ (3), ელაჩმა (2), ადეიშვილმა (2), რურუამ (3), ვასიჩმა (3) და ვაპენსკიმ (3) გაიტანეს. პარალელურად გამართული მატჩი “სპორტ მენეჯმენტსა” და თბილისის “თბილისს” შორის ფრედ – 10:10 დასრულდა. მატჩის ფოტო-რეპორტაჟი:
მსოფლიო თასის გამარჯვებული დინამო თბილისში – წყალბურთის კლუბმა გამოცდილი ლეგიონერი დაიმატა
წყალბურთის კლუბ “დინამო თბილისს” საინტერესო ახალწვეული ჰყავს, გუნდმა გამოცდილი ლეგიონერი დუშან ვაშიჩი დაიმატა. სერბი წყალბურთელი სხვადასხვა დროს თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორებიც “ვოივოდინა“, “ფლორენცია”, “პანათინაოიკოსი” და “ცრვენა ზვეზდაა“. 27 წლის წყალბურთელმა სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო თასის გამარჯვებაც მოახერხა. დუშან ვაშიჩი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და 1 წლის შემდეგ ეროვნულ გუნდშიც ითამაშებს. “დინამო თბილისი” 2019/20 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონი […]
betlive.com წყალბურთის კლუბ დინამო თბილისის გენერალური სპონსორი გახდა
კომპანია betlive.com წყალბურთის კლუბის “დინამო თბილისის” გენერალური სპონსორი გახდა. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. გარდა ამისა, ინტერნეტ მედია-პორტალი Live.ge გუნდის ოფიციალური მედია-პარტნიორი იქნება. “კომპანია “ბეთლაივსა” და წყალბურთის კლუბ “დინამო თბილისს” შორის ერთწლიანი სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიის მოტივაცია და მიზანი ამ პროექტში ჩართვისა იყო ის, რომ ჩვენ ყოველთვის ვხედავდით ქართული წყალბურთის ტრადიციას, სკოლას და შესაბამისად […]
წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში წყალბურთი უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. მართალია, საქართველო ფინანსური თუ ინფრასტრუქტუტული კუთხით, ხორვატიის, იტალიის, უნგრეთის თუ სხვა ძლევამოსილი საწყალბურთო ქვეყნების დონეს ჩამოუვარდება, თუმცა საკლუბო და სანაკრებო დონეზე მიღწეული წარმატება ახალგაზრდებს სპორტის ამ სახეობის და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესს უჩენს. ქართულ წყალბურთში არსებული რეალობის შესახებ საწყალთბურთო კლუბ “იმედის” მწვრთნელ, სპორტის დამსახურებულ […]
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები თვითიზოლაციაში გადავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები მომდევნო ორი კვირის მანძილზე თვითიზოლაციაში იქნებიან. ამ ინფორმაციას საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია ავრცელებს. “ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ მსოფლიოსა და საქართველოში განვითრებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკთან, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ, შესაბამისი სამინისტროების მითითებთა და მათთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება და გერმანიიდან დაბრუნებული წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები მომდევნო […]
დინამო თბილისის წყალბურთელმა მეტოქეს საკუთარი ნახევრიდან გაუტანა (ვიდეო)
დინამო თბილისის ისტორიული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე
დღეს, საწყლოსნო კომპლექსში “ოლიმპიკი” ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურის შეხვედრა გაიმართა. “დინამო თბილისმა” “მარსელი” მიიღო და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მაყურებლის გარეშე ჩატარებული მატჩის პირველი სამი მეოთხედი ქართულმა გუნდმა დამაჯერებლად ჩაატარა – 5:1; 3:3; 6:3 და გადამწყვეტ ტაიმამდე 7 ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. “დინამო თბილისმა” უკანასკნელ ნახევრის 1:5 წაგების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მოგება ჩაიწერა – 15:12. შემდეგ […]
სასიხარულო ინფორმაცია – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის ლიცენზიისთვის იბრძოლებს
საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციამ, საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირში ოფიციალურად მიიწვია. შეჯიბრი 20-26 მარტს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში გაიმართება. ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს 12 ნაკრებიდან სამი ან ოთხი ნაკრები მიიღებს (ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის ზუსტი რაოდენობა). ეს 12 ნაკრები არის: მონტენეგრო, ხორვატია, საბერძნეთი, რუსეთი, გერმანია, საქართველო, ჰოლანდია, კანადა, ბრაზილია, ირანი, ჩინეთი […]
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მეათე ადგილით დაასრულა. ქართველმა წყალბურთელებმა მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ბრძოლაში გერმანიის ნაკრებთან დაძაბული მატჩი 8:9 წააგეს. ბოლო პერიოდის დასაწყისში რევაზ ჩომახიძის შეგირდები ოთხბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქეს ჯერ გათანაბრების, შემდეგ კი პირველად შეხვედრაში წინ გასვლის შესაძლებლობა მისცეს. საბოლოოდ, ქართველებს თამაშის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ, რამდენიმე მცდელობა მეტოქის მეკარის წარმატებული თამაშით დასრულდა და […]
ჩაგდებული მესამე პერიოდი – დინამო ჩემპიონთა ლიგაში დამარცხდა
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი “დინამო თბილისმა” ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპის შეხვედრას უმასპინძლა. თბილისის საწყალოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” გამართულ შეხვედრაში, “დინამომ” ბუდაპეშტის “ოესცე” მიიღო და 8:14 დამარცხდა. ქართველმა წყალბურთელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს, წინ სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ და პირველი მეოთხედი მოიგეს კიდეც (3:2). შეხვედრის გადამწყვეტი ეპიზოდი მესამე პერიოდი გამოდგა, როცა უნგრელებმა ანგარიში სათავისოდ შემოატრიალეს და წინ (10:4) გავიდნენ. […]