საკალათბურთო სამყაროში ევროლიგის ეგიდით რიგით მე-13 ტურის შეხვედრები ჩატარდა, სადაც ბელგრადში, “ცრვენა ზვეზდას” წინააღმდეგ, თორნიკე შენგელიას “ბასკონია” წარსდგა. პირველ მეოთხედში თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეორე მეოთხედიდან ესპანელებმა მეტოქეს საგრძნობლად გაასწრეს და მოპოვებული უპირატესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს. შეხვედრა სტუმართა სასარგებლოდ, ანგარიშით – 64:72 დასრულდა. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 37 წუთი და 34 წამი გაატარა, რა დროშიც […]