საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ,,ცსკა-დან” წამოსვლის შემდეგ, რუსული გუნდების დატოვების გადაწყვეტილება სხვა ლეგიონერებმაც მიიღეს. Eurohoops-ის ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის ,,ზენიტის” დატოვებას აპირებენ ლიეტუვას ნაკრების კალათბურთელები, მინდაუგას კუზმინსკასი და არტურას გუდაიტისი, ,,ცსკა-ს” ტოვებს მარიუს გრიგონისი, პერმის ,,პარმას” კი მთავარი მწვრთნელი – კაზის მაკსვიტისი. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ,,ზენიტი” შაბაზ ნაპიერმაც დატოვა. გუშინ ქართულ და ესპანურ […]