რონალდუს სტატისტიკა ატლეტიკოს წინააღმდეგ მატჩებში
დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება. ტურინის “იუვენტუსი” სტუმრად მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ იტალიურ გუნდის ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ მეტოქეს ძალიან კარგად იცნობს და ესპანელთა წინააღმდეგ შესანიშნავი სტატისტიკაც აქვს. პორტუგალიელი “რეალში” თამაშისას “ატლეტიკოს” სულ 29-ჯერ დაუპირისპირდა, სადაც 15-ჯერ მოახერხა გამარჯვება, გაიტანა 22 გოლი და გააკეთა 8 ასისტი.
რონალდუს 700 გოლი: სად, რამდენი და როდის გაიტანა?
ციფრები, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ აჩვენებს, უბრალოდ არამიწიერია. 5 ოქროს ბურთის მომგებმა ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში, უკრაინის ნაკრების კარში (1:2) კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. უკრაინასთან გატანილი 11-მეტრიანის შემდეგ, 34 წლის თავდამსხმელს საკლუბო დონეზე 605, ხოლო სანაკრებოზე 95 მოუგროვდა. ევროპის 2016 წლის ჩემპიონი ფეხბურთელის გატანილ გოლებს ერთად გადავხედოთ. Cristiano Ronaldo’s numbers are just 🤯 […]
ოფიციალურად: დორტმუნდმა ემრე ჩანი გამოისყიდა
დორტმუნდის “ბორუსიამ” “პსჟ-სთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ, ემრე ჩანი გამოისყიდა. გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელთან სრულფასოვანი, 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც 1 წლით გახანგრძლივების პუნქტსაც ითვალისწინებს. ჩანი “შავ-ყვითლებს” მიმდინარე წლის იანვარში, ტურინის “იუვენტუსიდან” იჯარის წესით შეუერთდა. ჩანი მიუნხენის “ბაიერნის” აღზრდილია და სხვადასხვა დროს ლევერკუზენის “ბაიერში“, “ლივერპულსა” და “იუვენტუსში” თამაშობდა.
სარი დირექტორსაც გაიყოლებს? – იუვენტუსში დიდი წმენდა იგეგმება
მაურიციო სარის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა მიმდინარე ზაფხულში ტუირინის “იუვენტუსში” ერთადერთი ცვლილება არ იქნება. როგორც იტალიური მედია-საშუალებები იუწყებიან, სულ მალე, “ბებერ ქალბატონს” გუნდის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატისიც დატოვებს. მიზეზი მარტივია: სწორედ პარატისი იყო მასიმილიანო ალეგრისთან კონტრაქტის გაწყვეტის მოსურნე და მაურიციო სარის დანიშვნის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი. უახლოეს პერიოდში, პარატრისი და კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ოფიციალურად შეხვდებიან და […]
მეცნიერებს ზლატან იბრაჰიმოვიჩის სხეულის აგებულების შესწავლა სურთ
2016 წელს, ევროპის ლიგის მეოთხედფინალში, “ანდერლეხტის” წინააღმდეგ გამართულ მეოთხედფინალურ მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, როცა ზლატანს ექიმებმა დიაგნოზად მყესის გაწყვეტა დაუსვეს და მას სულ მცირე 9 თვის გამოტოვება მოუწევდა, ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ შვედი თავდამსხმელი ფეხბურთში დაბრუნებას ოდესმე კიდევ მოახერხებდა. თუმცა, იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდა და მერე როგორ? ჯერ იყო და MLS-ში ორ სეზონში 53 გოლი გაიტანა, […]
ასე აღნიშნეს იუვენტუსის ფეხბურთელებმა სუპერთასის მოგება (ვიდეო)
“ჩვენი ინტერესების გამო ისტორია არ უნდა წავშალოთ” – რონალდუ პელეს რეკორდის გაუმჯობესებას გამოეხმაურა
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსმა” “კალიარი” – 3:1 დაამარცხა. შეხვედრაში ჰეთ-თრიკი კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა და ბომბარდირთა დავაში 23 გოლით ლიდერობა გაიმყარა. გარდა ამისა, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა პროფესიონალურ კარიერაში 770-ე გოლი გაიტანა, რაც ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. მართალია, ამ შედეგს რონალდუმ უკვე რამდენიმე კვირაა მიაღწია, მაგრამ 36 წლის ფორვარდი ისტორიულ ფაქტს მხოლოდ ახლა გამოეხმაურა […]
ჯანლუიჯი დონარუმა იტალიის ნაკრების რეკორდსმენი გახდა
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” – 3:0 აჯობა, “სკუადრა აძურას” მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა. საქმე ისაა, რომ “მილანის” აწ უკვე ყოფილი კარის დარაჯი თავისი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც დიდ ტურნირზე (კონტინენტისა და მსოფლიოს პირველობა) მონაწილეობა მიიღო. მატჩის ჩატარების დღეს დონარუმა 22 წლისა […]
“მე მოიზ კენი ვარ” – იტალიელმა ხალხს გვარის სწორად წარმოთქმისკენ მოუწოდა | VIDEO
სოციალურ ქსელ Twitter-ში, ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც გუნდის თავდამსხმელი, მოიზე კენი ხალხს საკუთარი გვარის სწორად გამოთქმისკენ მოუწოდებს. ვიდეოში, სმარტოფნის ხმოვანი ძებნის სისტემით “მოიზე კინს” ეძებენ, რაზეც აპლიკაცია პასუხობს, რომ შედეგები არ იძებნება, შემდეგ კი თავად 21 წლის თავდამსხმელი შემოდის და მაყურებელს საკუთარი გვარის სწორად გამოთქმის გაკვეთილს სთავაზობს. : Remember the name “’ ___” ❓ […]
იუვენტუსმა 2023/24 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა
ტურინის “იუვენტუსმა” 2023/24 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა. გერმანული adidas-ის მიერ შექმნილი ფორმა “შავ-თეთრების” დნმ-ს პასუხობს და კლუბის ტრადიციულ ღირებულებებს ეხმიანება, მაგრამ ამავე დროს, თანამედროვე ელემენტებითაცაა გაფორმებული. Bianconero e giallo. Modellata sulla nostra storia, proiettata al futuro ⚪️⚫️ Juventus e @adidasfootball presentano l’home kit 2023/24! pic.twitter.com/VnQluv3MBD — JuventusFC (@juventusfc) May 12, 2023 ახალი მაისურის საფუძველი […]
გოდინმა შესაძლოა იუვენტუსთან მატჩი გამოტოვოს
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიეგო გოდინი ტრავმირებულია. ურუგვაელი ცენტრალური მცველი გუშინ, “ლეგანესთან” მატჩამდე ჩატარებულ ვარჯიშზე დაშავდა. ცნობილია, რომ გოდინის მარჯვენა ფეხის კუნთზე აქვს დაზიანება. “ატლეტიკოს” ფეხბურთელი დღეს “ლეგანესთან” თამაშს დააკლდება და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩიც გამოტოვოს “იუვენტუსთან”.