“26 გოლი გავიტანე, მაგრამ მათ კაკა და ბენზემა მოიყავნეს” – იგუაინმა რეალში გატარებული პერიოდი გაიხსენა
ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა, რომელიც ამჟამად MLS-ის ბინადარ მაიამის “ინტერის” წევრია, მადრიდის “რეალში” გატარებული პერიოდი და თავდასხმის ხაზში არსებული კონკურენცია გაიხსენა. “ბენზემასთან ერთად ეს ძალიან ჯანსაღი კონკურენცია იყო. ასეთ დროს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გააკეთო. კრიშტიანუს გუნდში მოსვლის შემდეგ, მან 27 გოლი გაიტანა, მე კი – 26. მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას მათ კაკა და ბენზემა […]
“გადაეცი პერესს, რომ არ გიშვებ” – ზიდანის ტრანსფერის დეტალები
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე სკანდალურმა ფიგურამ ლუჩანო მოჯიმ ზინედინ ზიდანის ტრანსფერის დეტალები გაიხსენა. “ატალანტასთან” მატჩის შემდეგ, მე და ზიდანი გასახდელში დავრჩით და დიდხანს ვისაუბრეთ. ის წნეხის ქვეშ იყო, რადგან აშკარად ეტყობოდა, რომ “რეალში” წასვლა უნდოდა. მაშინ ვუთხარი ზინედინს, რომ გადაეცა ფლორენტინო პერესისთვის, რომ მის გაშვებას არსად ვაპირებდი. ამის შემდეგ, […]
“ეს არის პირველი დიდი შეცდომა” – ზლატანმა ლებრონი გააკრიტიკა
“მილანის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი თვლის, რომ კალათბურთის ლეგენდა, ლებრონ ჯეიმსი “სპორტს უნდა ეკვროდეს” და კრიტიკულად უყურებს სპორტსმენებს, რომლებიც სოციალური აქტივისტები არიან. 39 წლის შვედმა, ცოტა ხნის წინ, სამშობლოში Discovery + -სთან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის სპორტის ვარსკვლავების მოედანს მიღმა საქმიანობაზე. Zlatan Ibrahimovic uppskattar basketspelaren Lebron James men tycker inte att han ska […]
“ისედაც ყველამ ვიცით, ვინ არის საუკეთესო” – ბარსელონა France Football-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
“ბარსელონა” France Football-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ 2020 წელს ოქროს ბურთი არ გათამაშდება. კატალონიური გრანდის Twitter-ის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა ლიონელ მესის ექვს ოქროს ბურთთან გადაღებული ფოტო შემდეგი წარწერით: “გასაგებია. ისედაც ყველამ ვიცით, თუ ვინ არის საუკეთესო”. We understand. Besides, everyone knows who the best is.https://t.co/u8f3i307NN pic.twitter.com/mqWt1hvspg — FC Barcelona (@FCBarcelona) July 20, 2020 ყველაზე […]
“მამუკა ჯუღელი ტურინელებს შეხვდა, სხვა კლუბებიც აქტიურობენ” – ბადრი კვარაცხელიამ შვილის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ ისაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ გარდა ტურინული გრანდისა, ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენენ. “თანხებში მე ჩახედული არ ვარ და ეს ნაკლებად მაინტერესებს. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი. მამუკა ჯუღელი ტურინელების წარმომადგენელს შეხვდა და დაილაპარაკეს. ეტყობა, იტალიელებმა ამის საფუძველზე დაწერეს ის ინფორმაცია, რაც მერე გავრცელდა. მაგრამ ჯერ პასუხი […]
“მე მოიზ კენი ვარ” – იტალიელმა ხალხს გვარის სწორად წარმოთქმისკენ მოუწოდა | VIDEO
სოციალურ ქსელ Twitter-ში, ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც გუნდის თავდამსხმელი, მოიზე კენი ხალხს საკუთარი გვარის სწორად გამოთქმისკენ მოუწოდებს. ვიდეოში, სმარტოფნის ხმოვანი ძებნის სისტემით “მოიზე კინს” ეძებენ, რაზეც აპლიკაცია პასუხობს, რომ შედეგები არ იძებნება, შემდეგ კი თავად 21 წლის თავდამსხმელი შემოდის და მაყურებელს საკუთარი გვარის სწორად გამოთქმის გაკვეთილს სთავაზობს. : Remember the name “’ ___” ❓ […]
“მოგკლავ” – ბონუჩი ინტერის წარმომადგენელს დაუპირისპირდა და ჯარიმაც მიიიღო
იტალიის სუპერთასის მატჩის დროს, ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურ მცველ ლეონარდო ბონუჩისა და მილანის “ინტერის” წარმომადგენელ კრიშტიანო მოცილოს შორის კონფლიქტი მოხდა, რომლის დეტალებს იტალიური მედია ავრცელებს. დამატებული დროის მიმდინარეობისას, ბონუჩი მოედნის კიდესთან იდგა და პენალტების სერიის გამო მოედნიდან გასვლას და 11-მეტყრიანის უკეთ შემსრულებელი ფეხბურთელისთვის ადგილის დათმობას აპირებდა, მაგრამ ამ დროს ალექსის სანჩესმა გამარჯვების გოლი გაიტანა და “ნერაძურის” სტაფი […]
გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო საგის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფრანგული გამოცემა, L’ÉQUIPE-ი წერს. წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც რამდენიმე დღეა, რაც “მეცის” წინასასეზონო შეკრებას შეუერთდა და იტალიური და ინგლისური კლუბების ინტერესის ობიექტია, ამჯერად ერთ-ერთი გერმანული კლუბის სასურველ ფეხბურთელთა სიაში აღმოჩნდა. ჯერჯერობით, გერმანული კლუბის სახელი ცნობილი არ არის, თუმცა ბუნდესლიგიდან 22 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მართალია. ქართველი […]
“სუპერ ლიგის უფლებებს სასამართლოში დავიცავთ” – ახალი ტურნირის შემქმნელების ოფიციალური განცხადება
ევროპის სუპერ ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც ინგლისის პრემიერ ლიგის “დიდი ექვსეულის” გუნდებმა დატოვეს საყოველთაო განსჯის საგნად გამხდარი პროექტი. “მანჩესტერ სიტიმ”, “მანჩესტერ იუნაიტედმა”, “ჩელსიმ”, “ლივერპულმა”, “ტოტენჰემმა” და “არსენალმა” დაადასტურეს, რომ მასობრივი ნეგატიური რეაგირების შემდეგ, ისინი შემოთავაზებული ტურნირიდან გამოსვლას აპირებენ. ყველაფერ ამის შემდეგ, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის მიერ ინიცირებულმა ტურნირმა ოფიციალური წერილი გაავრცელა: “ჩვენ […]
“ფეხბურთი ან ოჯახი – არჩევანი უნდა გავაკეთო” – ანტონიო კონტე ინტერიდან წასვლაზე საუბრობს
მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კლუბიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა. “წინა წელი ძალიან რთული და დატვირთული იყო. ყველაფერს საზღვარი აქვს. თუ ის რაც სამსახურში ხდება, თქვენს პირად ცხოვრებას და ინტერესებს აზიანებს, ეს მიუღებელია. მე მყავს ოჯახი და არჩევანის წინაშე დავდექი. ყველაფერს აქვს საზღვრები და უნდა გადავწყვიტო, თუ რომელი უფრო მნიშვნელოვანია – ფეხბურთი თუ ოჯახი”, […]
“ჩვენი ინტერესების გამო ისტორია არ უნდა წავშალოთ” – რონალდუ პელეს რეკორდის გაუმჯობესებას გამოეხმაურა
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსმა” “კალიარი” – 3:1 დაამარცხა. შეხვედრაში ჰეთ-თრიკი კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა და ბომბარდირთა დავაში 23 გოლით ლიდერობა გაიმყარა. გარდა ამისა, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა პროფესიონალურ კარიერაში 770-ე გოლი გაიტანა, რაც ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. მართალია, ამ შედეგს რონალდუმ უკვე რამდენიმე კვირაა მიაღწია, მაგრამ 36 წლის ფორვარდი ისტორიულ ფაქტს მხოლოდ ახლა გამოეხმაურა […]
“ხარისხი და არა ფიზ-მომზადება” – ანჩელოტიმ ხამეს როდრიგესი დაიცვა
არასასურველ ფიზიკურ ფორმაში ყოფნის გამო, ბრიტანულ მედიაში ხამეს როდრიგესს კრიტიკოსები არ აკლია, თუმცა კოლუმბიელ ფეხბურთელს საყვარელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გამოექომაგა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი გუნდის გამთამაშებელმა მხოლოდ არსებული სათამაშო ხარისხის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს. “მან უნდა ივარჯიშოს სწორად, ისევე როგორც წინა კვირაში. მან კარგად იცის თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს სასურველი ფორმა. ის ფაქტი, რომ ხამესმა ინგლისის […]