U18 | ხუთი ცვლილება ბელგიის წინააღმდეგ
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, კალინინგრადში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 3 ოქტომბერს, 1/4-ფინალში საქართველომ ჩეხეთს 76:0 სძლია და ნახევარფინალში ბელგიას 6 ოქტომბერს, საქართველოს დროით 21 საათზე ეთამაშება. თავის მხრივ, ბელგიამ მეოთხედფინალში მასპინძელი რუსეთი 21:10 დაამარცხა. მეტოქის თამაშს უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბიც დაესწრო. შეტევის მწვრთნელი პაატა მაისურაძე ამბობს, რომ ბელგიას ინდივიდუალურად კარგი […]
18 წ. | ფინალში პორტუგალიასთან
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ბელგია 37:3 დაამარცხეს და ფინალში ტიტულს პორტუგალიასთან დაიცავენ. პორტუგალიამ ნახევარფინალში ესპანეთს დიდი ბრძოლა გაუმართა და 31:12 დაამარცხა. ბელგიამ საქართველოს აგრესიული დაცვა და სწრაფი შეტევები შესთავაზა, მაგრამ კლასში სხვაობა ექვს უპასუხო ლელოში აისახა. თამაში ჩვენი ხელდახელ იერიშებით დაიწყო, მაგრამ მე-10 წუთამდე ლელო არ გავიდა და ანგარიში პეტრე ხუციშვილმა ჯარიმით გახსნა. […]
U18 ევროპის ჩემპიონატი | საქართველომ ბელგია გაანადგურა
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის შემადგენლობაში 9 ცვლილება განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირი დროის მცირე მონაკვეთში ტარდება, შემადგენლობაში მსგავსი როტაცია მოულოდნელობას არ წარმოადგენს. ცვლილებების მიუხედავად, საქართველომ მოწინააღმდეგე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. ნახევარფინალური მატჩის პირველ ტაიმში საქართველომ, 48:0 გაიმარჯვა. უმცროსი ბორჯღალოსნების დომინაცია მეორე ტაიმშიც თვალსაჩინო იყო და საბოლოოდ მატჩი, U18 […]