18 წ. | ფინალში პორტუგალიასთან
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ბელგია 37:3 დაამარცხეს და ფინალში ტიტულს პორტუგალიასთან დაიცავენ. პორტუგალიამ ნახევარფინალში ესპანეთს დიდი ბრძოლა გაუმართა და 31:12 დაამარცხა. ბელგიამ საქართველოს აგრესიული დაცვა და სწრაფი შეტევები შესთავაზა, მაგრამ კლასში სხვაობა ექვს უპასუხო ლელოში აისახა. თამაში ჩვენი ხელდახელ იერიშებით დაიწყო, მაგრამ მე-10 წუთამდე ლელო არ გავიდა და ანგარიში პეტრე ხუციშვილმა ჯარიმით გახსნა. […]
U18 | ხუთი ცვლილება ბელგიის წინააღმდეგ
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, კალინინგრადში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 3 ოქტომბერს, 1/4-ფინალში საქართველომ ჩეხეთს 76:0 სძლია და ნახევარფინალში ბელგიას 6 ოქტომბერს, საქართველოს დროით 21 საათზე ეთამაშება. თავის მხრივ, ბელგიამ მეოთხედფინალში მასპინძელი რუსეთი 21:10 დაამარცხა. მეტოქის თამაშს უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბიც დაესწრო. შეტევის მწვრთნელი პაატა მაისურაძე ამბობს, რომ ბელგიას ინდივიდუალურად კარგი […]