სომხეთის 20 წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები 123 ქულით დამარცხდა
გუშინ, 12 ივლისს, პორტუგალიის ქალაქ მატოსინოსში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონმა 20 წლამდე კალათბურთელებს შორის. სომხეთის 20 წლამდელთა კალათბურთელთა ნაკრები შვედეთის ნაკრებთან 26:149 დამარცხდა. სომხებმა პირველი მეოთხედი 0:35 დათმეს, მეორე მეოთხედში 6:34, მესამე მეოთხედში 9:46, ხოლო ბოლო მეოთხე მეოთხედში სომხები 11:34 დამარცხდნენ. შეგახსნებთ, რომ საქართველოს 20 წლამდელთა კალათბურთელთა ნაკრები სწორედ შვედეთისა და სომხეთის ჯგუფში […]
რატი ანდრონიკაშვილს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება
FIBA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ევროპის 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბ დივიზიონის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. ტურნირის ორგანიზატორების მიერ შექმნილ გამოკითხვაში 9 მოთამაშე მონაწილეობს, მათ შორის კი ქართველი, რატი ანდრონიკაშვილი. გადადით ბმულზე და ხმა მიეცით ქართველ კალათბურთელს.