უმცროსი ბორჯღალოსნები 3 ივლისს 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეოთხე მატჩში ურუგვაის, მესამე ადგილისთვის ერკინებიან. სტელენბოშში შეხვედრა საქართველოს დროით 13 საათზე დაიწყება და ლადო კილასონიას შეგირდები მეორე რაუნდში განცდილი მარცხისთვის (15:20) რევანშის აღებას ეცდებიან. პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა გიორგი მამაიაშვილმა, ხოლო მეორე ბურჯად ირაკლი აფციაური ბრუნდება, რომელმაც თამაში პირველ რაუნდში, არგენტინასთან დაიწყო. სამხრეთ აფრიკასთან არ უთამაშია […]