ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გუშინ დასრულდა. ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ დასკვნითი შეხვედრა იტალიასთან, ანგარიშით 29:17 დათმეს. პოპულარულმა სარაგბო გამოცემა „რაგბიპასმა“ (RugbyPass) ტურნირის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც რვა ნომრის პოზიციაზე ქართველი იოანე იაშაღაშვილი მოხვდა. „ჯორდან ჯოსეფი, ბაუტისტა პედემონტე და პენდულანი ბუთელეზი იმედის მომცემი მოთამაშეები არიან და მომავალში საკუთარ სიტყვას აუცილებლად იტყვიან. მათ კარგი ტურნირი ჰქონდათ, მაგრამ საუკეთესოს ტიტული იაშაღაშვილს უნდა […]