უმცროსი ბორჯღალოსნები | სარეკორდო სხვაობით არგენტინასთან – ბოლო ტურის წინ თასის ნახევარფინალიც მოჩანს
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სარეკორდო სხვაობით გაიმარჯვეს და თანაც როგორ – ტიერ1-ის არგენტინა უქულოდ დატოვეს და 20:0 დაამარცხეს! აქამდე აღნიშნულ ტურნირში საქართველოს ყველაზე დიდი სხვაობით შოტლანდია ყავდა დამარცხებული (2018 წელს 39:31); აქამდე უმცროს ბორჯღალოსნებს არასდროს მოეგოთ მშრალი ანგარიშით; აქამდე საქართველოს არასდროს ჰქონია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების და თასის ნახევარფინალში თამაშის შესაძლებლობა, ახლა კი […]
“გააზრებული გვაქვს პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია” – ლადო კილასონია
U20 რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას, უმცროსი ბორჯღალოსნები 29 ივნისს, ჩვენი დროით 18:30 საათზე, არგენტინის წინააღმდეგ გამართავენ. პირველ ტურში საქართველო მასპინძელ სამხრეთ აფრიკას 10 ქულით ჩამორჩა (23:33), არგენტინამ კი კაცნაკლულ იტალიას 43:15 აჯობა და ბონუს-ქულაც აიღო. უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია ამბობს, რომ ვარჯიშებზე ყურადღება იმ დეტალების გამოსწორებას ეთმობა, რომლებმაც სამხრეთ აფრიკასთან, […]
უმცროსი ბორჯღალოსნები | აფრიკა ხელიდან დაგვისხლტა
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში, მასპინძელთა გუნდს ტოლი არ დაუდეს და გამარჯვებასაც იმსახურებდნენ, მაგრამ მეტოქის მგეზავმა ჟან სმითმა და უიღბლობამ, ჩვენს ბიჭებს კიდევ ერთი ისტორიული შედეგის დაფიქსირების შესაძლებლობა არ მისცა. ორივე გუნდმა 3-3 ლელო გაიტანა და უმცროსი ქურციკების გამარჯვება სმითის ფეხ-ჩუბინობამ განაპირობა, რომელმაც კარში 100%-იანი მაჩვენებლით ურტყა და ტაქტიკური […]
U20 რაგბის მსოფლიო თასის C-ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. სტელენბოშში, მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შეუპოვრად იბრძოლეს და სარაგბო პუბლიკის ყურადღება კიდევ ერთხელ პიიყრეს. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი სამხრეთ აფრიკის გამარჯვებით, 33:23 დასრულდა, თუმცა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. სწორედ აღნიშნულის შესახებ წერს springboks.rugby, […]
ლაშა ციხისთავი – მიზანი გათავისებულია, გუნდი მზადაა!
U20 რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 დღეზე ნაკრები რჩება, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები C-ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ. უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ დაირაზმნენ U20 | მსოფლიო თასის სიურპრიზად შესაძლოა საქართველო იქცეს World Rugby უმცროსი ბორჯღალოსნების შესახებ წერს 24 ივნისს, თბილისის დროით 21:00 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები ტურნირის მასპინძელსა და ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს […]
უმცროსი ბორჯღალოსნები | პირველ მატჩამდე 48 საათით ადრე
კოვიდ პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა მე-13-ე ჩემპიონატი 24 ივნისს, სამხრეთ აფრიკაში იწყება. პირველ მატჩში არგენტინა იტალიას საქართველოს დროით 13 საათზე ერკინება; 15:30-ზე ინგლისი ირლანდიას შეხვდება; 16 საათზე საფრანგეთი იაპონიას; 18:00 უელსი – ახალი ზელანდიაა; ხოლო 18:30-ზე ავსტრალია ფიჯის დაუპირისპირდება. პირველი სათამაშო დღის კულმინაცია 21 საათზე, სტელენბოშში, „დენი ქრეივენ სთედიუმზე“ იწყება, […]
U20 | მსოფლიო თასის სიურპრიზად შესაძლოა საქართველო იქცეს
U20 რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 დღე რჩება, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები C-ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ. 4-წლიანი პაუზის შემდეგ, უმნიშვნელოვანესი ტურნირის დაწყებამდე, ავტორიტეტული იტალიური სარაგბო გამოცემა On Rugby უმცროსი ბორჯღალოსნების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ საქართველო შესაძლოა ტურნირის მთავარ სიურპრიზად იქცეს. “U20 რაგბის მსოფლიო თასზე, ფავორიტთა სახელები ყოველთვის უცვლელია – საფრანგეთთან […]
უმცროსი ბორჯღალოსნები | ერთობლივი ვარჯიში ავსტრალიასთან
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომლებიც ერთი კვირაა სამხრეთ აფრიკაში არიან და 2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, დღეს ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიში გამართეს. გუნდს დღეს შეუერთდა შერკინების მწვრთნელი თორნიკე ბუბუტეიშვილი, რომელსაც ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები აეროპორტში შეექმნა და 13 ივნისს ძირითად ჯგუფთან ერთად ვერ გაფრინდა. ასევე დღეს ჩავიდა საწვრთნელ შეკრებაზე ‘სტად ფრანსეს’ ბურჯი სერგო აბრამიშვილი, რომელსაც […]
World Rugby უმცროსი ბორჯღალოსნების შესახებ წერს
U20 რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 4 დღე რჩება, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები C-ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ. აღნიშნული ტურნირის დაწყებამდე World Rugby-მ საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა და დაწერა, რომ ისინი ყველა მოწინააღმდეგეს ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავარი მწვრთნელი მარტში მხოლოდ 38 წლის გახდა, კილასონია უმცროს ბორჯღალოსნებში 2012 წლიდან მუშაობს. […]
“ხუროშვილი საქართველოს საკვანძო მოთამაშეა” – World Rugby
U20 რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 4 დღით ადრე, მსოფლიო რაგბის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი განთავსდა, სადაც აღნიშნულია, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები C-ჯგუფში მეტოქეებისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას შეძლებენ. მსოფლიო რაგბიმ U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებიდან დავით ხუროშვილი გამოარჩია და აღნიშნა, რომ ის საქართველოს საკვანძო მოთამაშეა. შეგახსენებთ, U20 რაგბის მსოფლიო თასი 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება. უმცროსი ბორჯღალოსნები […]
“საქართველოს ისტორიული გამარჯვება და ინგლისის ტრაგედია” – მსოფლიო პრესა უმცროს ბორჯღალოსნებზე
1 ივნისს “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე ქართული რაგბის ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა. ბორჯღალოსნების მიერ იტალიისა და უელსის დამარცხების შემდეგ, ჯერი უმცროს ბორჯღლოსნებზე მიდგა, რომლებმაც ინგლისელი თანატოლები დრამატულ ბრძოლაში 40:38 დაამარცხეს. U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება (40:38) მოიპოვა და U20 მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი მატჩები ამაღლებულ განწყობაზე დაასრულა. მსოფლიოს გავლენიანი სარაგბო ტაბლოიდები და ავტორიტეტული მედია […]
ლადო კილასონია: “ბედნიერებაა, როდესაც ასეთი დიდი ამბის ნაწილი ხარ”
„ბედნიერებაა, როდესაც ასეთი დიდი ამბის ნაწილი ხარ. ასეთი რამ იშვიათად ხდება. არაფერია იმაზე მაგარი, როდესაც ადამიანთა ჯგუფი ერთ მიზანს დაისახავს, დაიხარჯება და ეს მიზანი შესრულდება. ბედნიერი ვარ არა მხოლოდ ამ ისტორიული გამარჯვებით, არამედ ჩვენი ბიჭების გაბედული, თამამი თამაშით“ – განაცხადა უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ. უმცროსი ბორჯღალოსნები 24 ივნისიდან 14 […]