U20 რაგბის მსოფლიო თასის C-ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. სტელენბოშში, მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შეუპოვრად იბრძოლეს და სარაგბო პუბლიკის ყურადღება კიდევ ერთხელ პიიყრეს. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი სამხრეთ აფრიკის გამარჯვებით, 33:23 დასრულდა, თუმცა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. სწორედ აღნიშნულის შესახებ წერს springboks.rugby, […]
“ჩვენი მიზანი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა” – უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი
4 ივლისს, თბილისის დროით 13:00 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები იტალიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. C-ჯგუფის პრინციპულ შეხვედრამდე, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე, უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის – ლადო კილასონიას კომენტარი გამოქვეყნდა, რომელიც აღნიშნავს, რომ მაყურებელი ორი ხისტი ხასიათის გუნდის საინტერესო ჯახს იხილავს. ლადო კილასონია: “გუშინ დაბალი, დღეს კი მაღალი ინტენსივობის ვარჯიში გვქონდა და ორივემ კარგად ჩაიარა. იტალიას ბოლო […]
“ხუროშვილი საქართველოს საკვანძო მოთამაშეა” – World Rugby
U20 რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 4 დღით ადრე, მსოფლიო რაგბის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი განთავსდა, სადაც აღნიშნულია, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები C-ჯგუფში მეტოქეებისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას შეძლებენ. მსოფლიო რაგბიმ U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებიდან დავით ხუროშვილი გამოარჩია და აღნიშნა, რომ ის საქართველოს საკვანძო მოთამაშეა. შეგახსენებთ, U20 რაგბის მსოფლიო თასი 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება. უმცროსი ბორჯღალოსნები […]
20 წ. | უმცროსი ბორჯღალოსნების პირველი გამარჯვება
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ურუგვაისთან 10 დღის წინ განცდილი მარცხისთვის (15:20) რევანში აიღეს და მე-3 ადგილისთვის მატჩში 20:8 გაიმარჯვეს. ეს იყო 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის დასკვნითი, მეოთხე თამაში. ორივე გუნდმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ურუგვაი დისციპლინაში მოიკოჭლებდა, რის გამოც მოედანზე დაახლოებით 50 წუთით კაცნაკლული დარჩა. საქართველო მეტოქეს ძალისმიერ თამაშში ჯაბნიდა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. შეხვედრა მეტოქის შეტევებით დაიწყო […]
20-წლამდე 6 ერის ზაფხულის სერიები | ოთხი ცვლილება შოტლანდიასთან
20-წლამდე ექვსი ერის ზაფხულის სერიების ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას, უმცროსი “ბორჯღალოსნები” შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. პრიციპული დაპირისპირება, 6 ივლისს, თბილისის დროით, 19:00 საათზე შედგება. უმცროსი “ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა – ლადო კილასონიამ, შოტლანდიის წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ რაზმში 4 ცვლილებაა. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს პირველად იწყებს საბა ლიპარტელიანი, რომელიც წინა ორ შეხვედრაში მარქაფაში იყო. შეიცვალა ღერძიც, სადაც […]
6 ერის U20 ზაფხულის სერიები – უმცროსი ბორჯღალოსნები უძლიერეს მეტოქეებს დაუპირისპირდებიან
6 ერის U20 ზაფხულის სერიები ოფიციალურად დადასტურდა, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები და სამხრეთ აფრიკა ინგლისს, საფრანგეთს, შოტლანდიას, უელსს, ირლანდიას და იტალიას ერკინებიან! 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერია 24 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით იტალიაში, ვერონასა და ტრევიზოში ჩატარდება და მასში ექვსი ერის (საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ქვეყნების გარდა, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებები მიიღებენ […]
U20 | 27 მოთამაშით ურუგვაის წინააღმდეგ
უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეორე მატჩში 27-კაციანი განაცხადით ითამაშებენ. 23 ივნისს მათი მეტოქე ურუგვაის 20-წლამდელთა გუნდი იქნება (საქართველოს დროით 15 საათი), რომელმაც პირველ რაუნდში მასპინძელ სამხრეთ აფრიკას დიდი ბრძოლა გაუმართა და 10:29 დამარცხდა. განაცხადში 27 მოთამაშის ყოლით, უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს ერთის მხრივ საქმეში ბევრი მოთამაშის ნახვის საშუალება ექნება, ხოლო მეორეს მხრივ, პირველ მატჩში […]
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში იტალიას სასურველი ბონუსით – 30:17 სძლიეს და ჯერჯერობით გ ჯგუფში პირველ ადგილზე არიან! რა შედეგითაც არ უნდა დასრუდეს დღის ბოლო შეხვედრა, რომელშიც სამხრეთ აფრიკა არგენტინას ერკინება და რომლის შედეგიც განსაზღვრავს რომელ ადგილზე დავასრულებთ ჯგუფურ ეტაპს – პირველ თუ მეორეზე, ეს ბიჭები უკვე გმირები არიან, რომლებმაც […]
U20 | მზადება სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის
უმცროსი ბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის მზადებას განაგრძობენ. ვარჯიშის ფოტო-გალერეა 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიას სტელენბოში 18 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს და მასში ოთხი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, თითოეულ მათგანს კი, ოთხი თამაშის გამართვა მოუწევს. ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკაში 14 ივნისს მიემგზავრება. 18-ში არგენტინელ თანატოლებს ვეთამაშებით, 23-ში ურუგვაის, 28-ში კი მასპინძელ სამხრეთ აფრიკას. მეოთხე შეხვედრა […]
U20 | მსოფლიო თასის სიურპრიზად შესაძლოა საქართველო იქცეს
U20 რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 დღე რჩება, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები C-ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ. 4-წლიანი პაუზის შემდეგ, უმნიშვნელოვანესი ტურნირის დაწყებამდე, ავტორიტეტული იტალიური სარაგბო გამოცემა On Rugby უმცროსი ბორჯღალოსნების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ საქართველო შესაძლოა ტურნირის მთავარ სიურპრიზად იქცეს. “U20 რაგბის მსოფლიო თასზე, ფავორიტთა სახელები ყოველთვის უცვლელია – საფრანგეთთან […]
U20 | სამხრეთ აფრიკის დომინირებით
სტელენბოშში მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მესამე მატჩში, სამხრეთ აფრიკა სრულად დომინირებდა, ექვსი უპასუხო ლელო გაიტანა, ყველა გარდასახა და 42:0 გაიმარჯვა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს, მეტოქემ კი ორი ლელოს გატანა მოახერხა. ანგარიშის გახსნა მე-8 წუთზე ვაჟა მიქაძეს შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა ძელს გაარტყა. 20 წუთის შემდეგ მეტოქემ […]