U20 რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას, უმცროსი ბორჯღალოსნები 29 ივნისს, ჩვენი დროით 18:30 საათზე, არგენტინის წინააღმდეგ გამართავენ. პირველ ტურში საქართველო მასპინძელ სამხრეთ აფრიკას 10 ქულით ჩამორჩა (23:33), არგენტინამ კი კაცნაკლულ იტალიას 43:15 აჯობა და ბონუს-ქულაც აიღო. უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია ამბობს, რომ ვარჯიშებზე ყურადღება იმ დეტალების გამოსწორებას ეთმობა, რომლებმაც სამხრეთ აფრიკასთან, […]