იტალიური მედია საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის “უდინეზეში” პოტენციური ტრანსფერის შესახებ წერს. “მცველი, რომელიც როდრიგო ბეკაოს შეცვლის, შესაძლოა რუსეთიდან მოვიდეს. დაკვირვების ქვეშ მყოფი ფეხბურთელი საბა საზონოვია. ნამდვილი კოლოსი, იმის გათვალისწინებით, რომ ის თითქმის ორი მეტრია და ჯერ კიდევ ოცდაერთი წლისაა. ამ ტრანსფერის სანაცვლოდ გადასახდელი თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს. ვნახოთ, სერიოზულად არის თუ არა დაინტერესებული უდინეური […]
საბა საზონოვის დამატებით იტალიის სერია A-ს ორი კლუბი ინტერესდება
იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი ორი კლუბი, “სასუოლო” და “უდინეზე” საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის დამატებით ინტერესდებიან. “მთელი ყურადღება 2002 წელს დაბადებულ და მოსკოვის “დინამოში” მოთამაშე საბა საზონოვზეა მიპყრობილი. ორ გუნდს შორის ახლა ბრძოლაა გაჩაღებული. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება მხარეებს შორის კონკურენციის მთავარი მიზეზი გახდეს. “უდინეზე” ამ ეტაპზე მეტოქეს ჩამორჩება”, – წერს tuttomercatoweb-ი. “ევროპული ფეხბურთის ელიტაში თამაში შეუძლია” – […]
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული “მეცის” შემტევი – გიორგი მიქაუტაძე, იტალიური და ინგლისური საფეხბურთო კლუბების სატრანსფერო სამიზნეა. აღნიშნულ ინფორმაციას, ავტორიტეტული იტალიური მედია საშუალება La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, მიქაუტაძის ტრანსფერით “ჯენოა” აქტიურად ინტერესდება, თუმცა, მისი შეძენა “უდინეზესაც” სურს. უდინელები მიქაუტაძეს ბეტოს იდეალურ შემცვლელად განიხილავენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ჯენოასა” და “უდინეზეს” კონკურენციას […]
,,უდინეზესთან” მატჩის შემდეგ, რომელშიც ,,ნაპოლიმ” იტალიის ჩემპიონობა გაიფორმა. ასეულობით ნეაპოლელი მოედანზე შეცვივდა. რამდენიმე ფანმა სტადიონიდან ისტორიული შეხვედრის ბალახი წაიღო, რისი ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. NAPOLI FANS SAVING PIECES OF UDINESE TURF ON WHICH THEY WON TITLE. 🌱🌱🌱 Football. A sport so powerful, it will cause grown adults to dig up pieces of turf […]
რატომ მოხვდნენ ტრავმირებული რუი და პოლიტანო ნაპოლის განაცხადში?
სეზონის და ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის, რომელშიც “ნაპოლი” “უდინეზეს” სტუმრად დაუპირისპირდება და მესამე სკუდეტოს გაფორმებას შეეცდება, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ტრავმირებული ფეხბურთელები, მარიო რუი და მატეო პოლიტანო განაცხადში შეიყვანა. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ სპალეტის სურს ორივე ფეხბურთელმა, რომელმაც ამ შთამბეჭდავ სეზონში თავისი წვლილი შეიტანა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშს ვერ მოახერხებენ, განაცხადში იყვნენ და […]
როგორი იქნება ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა უდინეზესთან მატჩში?
4 მაისს, “ნაპოლი” იტალიის სერია A-ს 33-ე ტურის შეხვედრას “უდინეზეს” წინააღმდეგ სტუმრად გამართავს, რაც კლუბის 96-წლიან ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იქნება, რადგან ნეაპოლიტანელებს სკუდეტოს მესამედ მოგების შესაძლებლობა ექნებათ. დარჩენილ 6 ტურში “ნაპოლის” მხოლოდ 1 ქულის მოპოვება სჭირდება იმისთვის, რომ ისტორიაში მესამე ტიტულს დაეუფლოს, შესაბამისად, თუ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი უდინედან სულ მცირე ქულის წამოღებას მოახერხებს, ნეაპოლში მესამე ჩემპიონობას […]
“ნაპოლის” გულშემატკივრები საჩემპიონო ზეიმისთვის უკვე მეორედ ემზადებიან. მართალია, “სალერნიტანასთან” კამპანიური დერბის ვერ მოგებით (1:1) გუნდმა საშინაო ზეიმი გადაავადა, მაგრამ ეს ნეაპოლელ გულშემატკივრებს არ ანაღვლებთ. როგორც ირკვევა, იმის მიუხედავად, რომ მათი გუნდი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას სტუმრად ითამაშებს, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონი სრულად სავსე იქნება. კონკრეტულად საქმე ისაა, რომ საჩემპიონო შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა […]
კალენდარში ცვლილებების შემდეგ ნაპოლი – უდინეზეს მატჩი გადაიდო
მას შემდეგ, რაც იტალიის სერია A-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ნაპოლი” – “სალერნიტანას” მატჩი ერთი დღით გადაიდო და 29 აპრილის ნაცვლად, 30 რიცხვში შედგება, ნეაპოლური კლუბის კალენდარში სხვა ცვლილებებიც შევიდა. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ “უდინეზეს” წინააღმდეგ 2 მაისს გასამართი შეხვედრა ორი დღით გადაიწევს და 4 მაისს ჩატარდება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მატჩს […]
უდინეზემ სასუოლოს 25-ე წამზე გაუტანა | VIDEO
ნაპოლი 3:2 უდინეზე (მიმოხილვა)
ტესტი ვარჯიშზე – რა შემთხვევაში ითამაშებს კვარაცხელია უდინეზეს წინააღმდეგ?
იტალიური მედია საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მუდმივად ანახლებს. Corriere dello Sport-ის 10 ნოემბრის გამოცემის ვერსიით, მოახერხებს თუ არა 21 წლის ფეხბურთელი მოედანზე სერია A-ს მე-15 ტურში, “უდინეზეს” წინააღმდეგ დაბრუნებას, მატჩისწინა ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე იქნება დამოკიდებული. გამოცემის ვერსიით, საქმე ისაა, რომ თუ 10 ნოემბერს გასამართ ვარჯიშზე, ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობას სრულად მიიღებს […]
იტალიური მედია: კვარაცხელიას თამაში ახალ წლამდე საეჭვოა
იტალიური მედია საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ვარაუდობს, რომ ის 2022 წელს ნეაპოლელთა “შემადგენლობაში” ვერ ითამაშებს. “ნაპოლის” “ემპოლის” წინააღმდეგ მარტივი მატჩი არ ექნება. განაცხადში არ არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც წელის ტკივილი აწუხებს და რომელიც გარდა დღევანდელი მატჩისა, დიდი ალბათობით “უდინეზესთანაც” ვერ ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელი კლუბის ბაზაზე მხოლოდ იმიტომ გამოცხადდა, რომ […]