პრემიერ ლიგის ყველა სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები
ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” ერლინგ ჰოლანდის შეძენას გეგმავს. გავლენიანი ტაბლოიდების მტკიცებით, “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის შემთხვევაში, “დორტმუნდის” შემტევი პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. “დორტმუნდის” მაისურით ჩატარებულ 85 შეხვედრაში, ჰოლანდმა 82 გოლის გატანა შეძლო და ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. ფენომენალური სტატისტიკის ფონზე, ჰოლანდის ტრანსფერით ევროპული ფეხბურთის ფლაგმანები ინტერესდებიან, თუმცა დიდი […]
უეინ რუნის დერბი ქაუნთი ჩემპიონშიპიდან გავარდა
“დერბი ქაუნთი” ინგლისის მე-3 ლიგაში გავარდა – უეინ რუნის გუნდმა დღეს “ქპრ”-სთან წაგებული მატჩის (1:0) შემდეგ, ჩემპიონშიპში ადგილი დაკარგა. დაფიქსირებული შედეგებით, ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის გაწვრთნილ “დერბის” გავარდნის საფრთხე არ შექმნოდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, გუნდს 21 ქულა დააკლდა. მიუხედავად მოგებული 13 მატჩისა, ხსენებული მიზეზის გამო “დერბი ქაუნთის” 31 ქულა აქვს, რაც ჩემპიონშიპში დასარჩენად საკმარისი არ […]
პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი
ალან შირერმა და მიკა რიჩარდსმა პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი დაასახელეს. პოპულარული ინგლისური პოდკასტის, “Match of the Day” უკანასკნელ ეპიზოდში, შირერმა და რიჩარდსმა კიდევ ერთ ლეგენდარულ ფეხბურთელ – გარი ლინეკერთან ერთად საუკეთესოები გამოავლინეს. საუკეთესო 10 ინგლისელი ფეხბურთელის გამოვლენისას, მიმომხილველებმა სანაკრებო პერფორმანსი არ გაითვალიწინეს და მხოლოდ კლუბებში ნაჩვენებ შედეგსა და სტატისტიკას დასჯერდნენ. მიმომხილველებმა […]
კრიშტიანუ რონალდუმ უეინ რუნის მის მიერ გაკეთებული კომენატრების გამო ეჭვიანი უწოდა. Sky Sports-ის ეთერში, უეინ რუნი და ჯეიმი კარაგერი “მანჩესტერ იუნაიტედში” შექმნილი ვითარების შესახებ საუბრობდნენ, რა დროსაც ინგლისელმა შემტევმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. უეინ რუნის მტკიცებით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მესვეურებმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერით შეცდომა დაუშვეს. რუნი მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგის გრანდს აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უნდა გაეკეთებინა. რუნიმ […]
პრემიერ ლიგის 10 ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე – სად არიან ისინი ახლა?
ინგლისის პრემიერ ლიგა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატადაა მიჩნეული. სხვადასხვა ეროვნების ვარსკვლავები პრემიერ ლიგის გრანდების რიგებში მოსახვედრად იბრძვიან – გასაკვირი არაა, რომ ელიტაში მოსახვედრად უდიდესი კონკურენციის დაძლევაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგაში მოსახვედრად შანსის მიღებაც კი საკმაოდ დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებაზე. გავიხსენოთ პრემიერ ლიგის 10 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც […]
კეინი Vs. Coca-Cola – ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აღნიშვნა პრემიერლიგის ისტორიაში | VIDEO
16 მარტს, თბილისის დროით 23:30 საათზე, პრემიერლიგის მე-16 ტურის გადადებულ შეხვედრაში, “ბრაიტონი” “ტოტენჰემს” დაუპირისპირდა. ბრაიტონში, “ამექსზე” გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, 0:2 დასრულდა. “სპურსის” დაწინაურება კრისტიან რომერომ შეძლო, ხოლო 57-ე წუთზე ჰარი კეინმა მასპინძლებს მეორე გოლი გაუტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში (0:2) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ “ბრაიტონის” კარში გატანილი გოლის შემდეგ, ჰარი კეინმა უეინ რუნის რეკორდი დაამხო. […]
გასკოინმა 14 წლის რუნი ლუდზე დაპატიჟა
წლების წინ, პოლ გასკოინი “ევერტონის” 19-წლამდელთა გუნდის მატჩს დაესწრო. ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა უეინ რუნის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა და მატჩის შემდეგ, მას ლუდის საყიდლად 40 ფუნტი აჩუქა. გაზა: “მატჩის დასრულების შემდეგ, ბიჭებთან მივედი და ვუთხარი: ყოჩაღ, ძალიან კარგად ითამაშეთ. ლუდის საყიდლად 40 ფუნტი მაქვს – რომელიმე თქვენგანი საღამოს გართობას გეგმავს? “უეინ რუნიმ მიპასუხა: მე ვაპირებ! მას […]
ჯენარო გატუზო შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დასაქმდეს
“ევერტონმა” რაფაელ ბენიტესი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ვაკანტურ პოზიციაზე ახალი კანდიდატების ძებნაც აქტიურ რეჟიმში დაიწყო. ოფიციალურად: ევერტონმა რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა როგორც ბრიტანული მედია იუწყება, “კანფეტების” ხელმძღვანელობას რამდენიმე სასურველი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავთ, რომელთა მოკლე სიაც შემდეგნაირად გამოიყურება. მთავარ პრეტენდენტებად ჟოზე მოურინიო, უეინ რუნი და ფრენკ ლამპარდი დასახელდნენ, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა კარიერის გაგრძელების ასეთ ვარიანტზე უარის თქმა […]
2022 წლის 20 ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი
Forbes-ის განახლებული მონაცემების მიხედვით მსოფლიოში 2022 წლის ყველაზე მდიდარი ფეხბურთელის სია ცნობილია. ქვემოთ მოცემულ ნუსხაში იგულისხმება ქონების საერთო ღირებულება და აქ ყველა ტიპის შემოსავალი არის გათვალისწინებული. უმდიდრესი სპორტსმენების ოცეული ასე გამოიყურება: 20. რიო ფერდინანდი (კარიერა დასრულებული აქვს): 75 მილიონი დოლარი 19. ვილიანი (კორინთიანსი): 75 მილიონი დოლარი 18. არიენ რობენი (კარიერა დასრულებული აქვს): 80 მილიონი დოლარი […]
საჯარიმოების შემსრულებლები – ყველა დროის საუკეთესოდან ყველაზე ცუდამდე
ბრიტანული გამოცემა – SPORTbible თანამედროვე ფეხბურთელებს შორის (ხაზგასმულია, რომ არ იგულისხმება ზიკო, მარადონა, კუმანი და სხვა ძველი თაობის ვარსკვლავები) საჯარიმოების საუკეთესო შემსრულებლად, როგორც წესი, ჟუნინიო პერნამბუკანოს ასახელებს, რომლის ანგარიშზე კარიერაში ჯარიმიდან გატანილი 75 გოლია. ვებგვერდმა ,,მეჯარიმეების” რეიტინგი კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და ამჯერად მოთამაშეები ყველა დროის საუკეთესოდან ყველაზე ცუდამდე გადაანაწილა. ყველა დროის საუკეთესო – ჟუნინიო მსოფლიო […]
ოფიციალურად: პედრი Golden Boy-ს გამარჯვებულია
“ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველი, პედრი გონსალესი პრესტიჟული ჯილდოს ოქროს ბიჭუნას გამარჯვებული გახდა. 18 წლის ფეხბურთელმა 2021 წელს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა და ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, ასევე ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი, კოპა დელ რეის გამარჯვებული გახდა და ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის მოხვდა. პედრის კონკურენტები აღნიშნული პრიზისთვის ბრძოლაში დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევი ჯუდ ბელინგემი, ლევერკუზენის “ბაიერის” […]