უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი მოდელი წარადგინა
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფორმატის ცვლილებას გეგმავს. სავარაუდოდ, უეფას მიერ წარდგენილი ახალი მოდელი, ძალაში 2024/25 წლების სეზონიდან შევა და მასში შემდეგი ცვლილებები იქნება: გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება. ჯგუფური ეტაპები გაუქმდება და ერთი, საერთო ცხრილი შეიქმნება. თითოეული გუნდი 5 მეტოქეს დაუპირისპირდება და ხუთ-ხუთ გასვლით და საშინაო შეხვედრას ჩაატარებს. საერთო ჯამში […]
მესი იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას გამოეხმაურა
როგორც მოგეხსენებათ, ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგას “აიაქსთან” 1:2 მარცხის შემდეგ გამოეთიშა. იტალიელთა ერთ-ერთი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბოლო 9 წელში პირველად ვერ გავიდა. ლეო მესიმ “იუვეს” გამოვარდნასა და “აიაქსის” ბრწყინვალე თამაშს გამოეხმაურა: “ამ გუნდების მიერ დაფიქსირებული შედეგი ტურნირზე ყველაფერს ამბობს. აქ ყველა გუნდი ძალიან ძლიერია.”
რონალდუს ჟესტი, რომელმაც ატლეტიკოს ფანები გააღიზიანა (ვიდეო)
რა თანხა გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროტურნირებზე?
ქართული კლუბებისთვის 2021/22 წლების სეზონში ევროსარბიელზე გამოსვლა დასრულებულია. 4 ქართული კლუბიდან ორმა უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა, “დინამო ბათუმმა” მესამე ეტაპამდე მიაღწია და პლეი-ოფამდე სულ ცოტა დააკლდა, ხოლო “დინამო თბილისმა” როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე კონფერენს ლიგაზე ვერცერთი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ სამი ევროპული საკლუბო ტურნირიდან ქართული კლუბები ვერცერთის ჯგუფურ […]
სმოლინგმა მესისთან შეჯახებაზე კომენტარი გააკეთა
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ მატჩში, რომელშიც “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” 0:1 დაამარცხა, მცირე ინციდენტი მოხდა. ინგლისელთა მცველმა, კრის სმოლინგმა მესის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რის შემდეგაც არგენტინელს ცხვირი და თვალი დაუზიანდა. სმოლინგმა უსიამოვნო მომენტზე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა: “ლეომ კარგად იცის, რომ მისი დაზიანება სპეციალურად არ მინდოდა.”
მაყურებლის მიერ გადაღებული კადრები რეშფორდის გოლის შემდეგ
კანტონა და ნეიმარის მამა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ფოტო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში მცირე ინციდენტი მოხდა. “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “პსჟ”-ს დაპირისპირების პირველ ტაიმში ინგლისელთა ლეგენდა, ერიკ კანტონა ნეიმარის ოჯახის გაღიზიანებას შეეცადა. კანტონა და მისი მეგობარი “პსჟ”-ს ბრაზილიელი ვარსკვლავის ოჯახთან ახლოს ისხდნენ. როგორც ცნობილია, ნეიმარის მამა კანტონასთან მივვარდა, რა დროსაც კანტონას მეგობარმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორ დაამტკიცა აიაქსმა, რომ ფეხბურთი მხოლოდ ფული არ არის?!
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე “აიაქსმა” სტუმრად “იუვენტუსი” 1:2 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ამსტერდამულმა კლუბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთში ფული გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. აღნიშნულ დაპირისპირებაში “აიაქსის” ძირითადი თერთმეტეულის ღირებულება ჯამში, 54 მილიონ ევროს შეადგენდა, როდესაც “იუვეს” მხოლოდ კრიშტიანუს სანაცვლოდ 117 მილიონი აქვს გადახდილი. “აიაქსის” ძირითადი თერთმეტეული: ონანა – გადახდილია 150 000 […]
კასილასის დასაფასებელი საქციელი რომას დამარცხების შემდეგ (ფოტო)
6 მარტს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩები გაიმართა. “პორტომ” შინ დაძაბულ თამაშში, 117-ე წუთზე გატანილი ბურთით “რომა” 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. აღნიშნული თამაშის შემდეგ გავრცელდა ფოტო, სადაც “პორტოს” მეკარე იკერ კასილასი რომაელთა ფეხბურთელს, ალესანდრო ფლორენცის ამშვიდებდა. საქნე იმაშია, რომ 117-ე წუთზე “რომასთვის” დამღუპველი პენალტი სწორედ ფლორენცის შეცდომას მოჰყვა.
კლოპი: “როგორ ვაპირებ მესის შეჩერებას?”
როგორც მოგეხსენებათ, “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ბარსელონას” დაუპირისპირდება. ჟურნალისტებმა ინგლისელთა მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს “ლივერპული” მესის შეჩერებას: ”მადლობა ღმერთს, რომ ამაზე ფიქრისთვის საკმარისად დიდი დრო მაქვს. ამის გაკეთება ჩემამდე ბევრმა სცადა, თუმცა გამარჯვებული არ მახსენდება,” – უპასუხა კლოპმა. “ლივერპულსა” და “ბარსელონას” შორის პირველი თამაში 1 მაისს, “კამპ ნოუზე” გაიმართება.
ერთ-ერთი ასოციაცია ჩემპიონთა ლიგაზე რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს
ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგაზე რადიკალური ცვლილებები იგეგმება. The Times-ის თქმით, ევროპული კლუბების ასოციაცია (ECA) გეგმავს, რომ UEFA-ს 2024 წლისთვის ტურნირის ფორმატის შეცვლისკენ უბიძგოს. როგორც ცნობილია, განახლების შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის 8 ჯგუფი, რომელშიც 4-4 გუნდი თამაშობს, შეიცვლება და 4 8-გუნდიან ჯგუფად გადაკეთდება. აქედან გამომდინარე, თითოეულ ჯგუფში მივიღებთ 14 თამაშს. ამასთან ერთად, აღნიშნული ასოციაცია ჩემპიონთა […]
სოლარიმ მარცხის შემდეგ თავის მომავალზე ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში ერთმანეთს “რეალი” და “აიაქსი” დაუპირისპირდნენ. მადრიდული კლუბი სახლში ამსტერდამელებთან 1:4 დამარცხდა და ორი მატჩის ანგარიშით (3:5) ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. “სამეფო კლუბის” მთავარ მწვრთნელს, სანტიაგო სოლარის წარუმატებლობის შემდეგ ჟურნალისტებმა თავის მომავალზე ჰკითხეს. “აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ მარტივად დავნებდე,” – უპასუხა სოლარიმ მედიის წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, რომ “რეალი” ცოტა ხნის წინ კოპა დელ […]