სომხეთის ნაკრებთან ნათამაშები ფრეს (2:2) შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარისას მატჩი შეაფასა და მოახლოებული უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “შედეგი დასანანია, ორი ქულა დავკარგეთ. ასეთი თამაშის შემდეგ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს წავაგეთ. მითუმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ ესტონეთი – ჩრდილოეთ მაკედონიის თამაში ფრედ დასრულდა. გვქონდა შანსი, რომ ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები გავმხდარიყავით […]