რაიან გიგზმა დაადასტურა – გარეთ ბეილი ტრავმირებულია და ნაკრებს ვერ დაეხმარება
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მოახლოებული სანაკრებო პაუზის დროს, გარეთ ბეილი უელსის ნაკრებს ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ “ტოტენჰემში” დაბრუნებული ვინგერი ტრავმირებულია: 31 წლის ფეხბურთელს მუხლი აწუხებს. “გვინდოდა, რომ ბეილი ჩვენთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ ტრავმა მას ამის შესაძლებლობას არ აძლევს. საბედნიეროდ, დაზიანება მსუბუქია და იმედი მაქვს, რომ ის მალე დაგვიბრუნდება”, – თქვა უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა […]
რამაზ სვანაძე: “ეს ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, ბევრ ცვლილებას არ გპირდებით”
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონს საქართველოს ნაკრები ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. წლის ბოლო მატჩში ეროვნულ გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელმაც მატჩამდე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ჩემთვის ამ მდგომარეობაში ეროვნული ნაკრების გაძღოლა უდიდესი პატივია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს ნდობის მანდატი მომანიჭა. ჩემთვის ეს აბსოლუტური მოულოდნელობა იყო. სასიამოვნო სიურპრიზი. გუნდში გვაქვს რამდენიმე […]
რამაზ სვანაძე: “შედეგით კმაყოფილები არ ვართ, თუმცა ამ გუნდს პერსპექტივა აქვს”
2020 წლის ბოლო შეხვედრაში, “დინამო არენაზე”, ესტონეთთან ნათამაშები ფრეს (0:0) შემდეგ, საქართველოს ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ესტონეთთან სახლში ნათამაშები ფრით კმაყოფილები არ ვართ. რეალურად, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, უპირატესობას ვფლობდით. მთლიანობაში, ძალიან რთული შეკრება გამოვიდა. ფსიქოლოგიურად ბიჭები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ის, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ამ გუნდს […]
რამოსი ხელფასს იკლებს – მადრიდის რეალმა და კაპიტანმა მოლაპარაკება დაიწყეს
მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ამჟამინდელი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. Marca-ს ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” ცენტრალური მცველი, კორონავირუსის ფონზე კლუბში შექმნილ ფინანსურ სირთულეებს აცნობიერებს და მზადყოფნას გამოთქვამს ახალ ხელშეკრულებაში ხელფასი შეიმციროს. მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ სირთულეები არ უნდა წარმოიშვას, რადგან სერხიოს “ბლანკოსების” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან კარგი ურთიერთობა აქვს. რამოსი […]
რაუნო საპინენის გოლი ჩრდილოეთ მაკედონიის კარში (ვიდეო)
რისტევსკის პასუხი უარყოფითია – მაკედონიელი მცველი თბილისში მოდის
საქართველოს ნაკრებთან, 12 ნოემბერს გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდი კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის წინაშე დადგა. უკვე ცნობილია, რომ გუნდს ინფიცირებული მეკარე დანიელ ბოზინოვსკი დააკლდება, თუმცა იმის ალბათობა, რომ ჩვენი მეტოქის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი კირე რისტევსკი თბილისში ვერ გამოემგზავრებოდა გაბათილდა. “უიპეშტის” და მაკედონიის ნაკრების ცენტრალუმა მცველმა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა და […]
რობერტო მანჩინიმ მსოფლიო ჩემპიონის შედეგი გაიმეორა
უეფას ერთა ლიგაში იტალიის ნაკრების ნიდერლანდების წინააღმდეგ გამარჯვება (1: 0) რობერტო მანჩინისთვის ეროვნულ გუნდში 21-ე მატჩში აღმოჩნდა. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც იტალიის ნაკრებს თავკაცობს, გამოცდილმა სპეციალისტმა მხოლოდ ორი მატჩი წააგო. მსგავსი შედეგი მარჩელო ლიპის ჰქონდა, რომელმაც “სკუადრა აძურას” 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ერთ მწვრთნელს. ფულვიო ვალკარეჯის ანგარიშზეა, ვინც იმ იტალიის ნაკრებს […]
როგორ ფორმაში ხვდებიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები წლის დასკვნით მატჩებს?
საქართველოს ნაკრები 2022 წლის დასკვნითი ოფიციალური შეხვედრებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 2022/23 წლების უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი ტურის მატჩებში, ჩრდ. მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებებს დაუპირისპირდება. აღნიშნული ორი მატჩისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი შეარჩია, რომელთა უმეტესობაც სანაკრებო შეხვედრებს შესანიშნავ ფორმაში ხვდება.ამ სტატიაში საქართველოს ნაკრებში გამოძახებული 23 […]
როგორია ტოდორ ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩს წინ ძალზედ არასასიამოვნო ეპიზოდი უძღვოდა. აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ბულგარეთის ნაკრების ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა და ავტოკატასტროფის შედეგად გუნდის ნახევარმცველი, ტოდორ ნედელევი მძიმედ დაშავდა და მას ექიმების ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გუნდის ექიმმა, “დინამო არენაზე” გამართულ […]
რონალდუ პორტუგალიას დაეხმარება – კრიშტიანუმ დაბრუნება დააანონსა
პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ დააანონსა, რომ ის მზად არის მონაწილეობა მიიღოს უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე -2 ტურის შეხვედრაში შვედეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. “მზად ხვალინდელი დღისთვის” – დაწერა ტურინის “იუვენტუსის” გოლეადორმა Instagram-ში და თან ნაკრების ვარჯიშზე გადაღებული ფოტოები დაურთო. Preparados para amanhã!🇵🇹💪🏼 pic.twitter.com/9iQQmJbXdc — Cristiano Ronaldo (@Cristiano) September 7, 2020 5 ოქროს ბურთის […]
საბა ლობჟანიძე: “გიბრალტართან აუცილებლად 3 ქულა უნდა ავიღოთ”
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშებას საქართველოს ნაკრები გიბრალტარის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ “დინამო არენაზე” 2 ივნისს ჩასატარებელი შეხვედრით დაიწყებს. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, საბა ლობჟანიძემ კომენტარი გააკეთა. “ერთი კვირაა შეკრებაზე ვართ, რაც ძალიან კარგია შეთამაშებისთვის. ისიც კარგია, რომ თბილისში ვბრუნდებით სანაკრებო პაუზის დასკვნითი მატჩის ჩასატარებლად და გულშემატკივრების მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. ვემზადებით […]
სანაკრებო შემოდგომა და ისტორიული შანსი – რას ფიქრობს ქართული სპორტული მედია?
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ოქტომბრის თვეში სამი დაპირისპირება გამართა. პირველი მათგანი 8 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” შედგა და მასში “ჯვაროსნებმა” ბელარუსის ეროვნული გუნდი დაამარცხეს (1:0), რისი მეშვეობითაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური მატჩის საგზური მოიპოვეს. შემდეგ კი იყო ორი ფრე: ნეიტრალურ მოედანზე (2:2) სომხეთთან და სტუმრად მაკედონიასთან (1:1). ვლადიმირ ვაისის გუნდმა 2020 წელს ოთხი შეხვედრა გამართა და […]