საქართველო – საბერძნეთის მატჩის მსაჯის ვინაობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები 9 ოქტომბერს, საბერძნეთის ეროვნულ გუნდს ბათუმში, ახალ, ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, შეხვედრის სამსაჯო ბრიგადა, რომელიც ლიეტუველი და ნიდერანდელი ოფიციალური პირებითაა დაკომპლექტებული. მატჩის მთავარი არბიტრი ლიეტუველი დონატას რუმსასია, რომელსაც თანამემამულე ალექსანდრ რადიუსი და დოვიადის სუზიედელისი ეხმარებიან, ასევე ლიეტუველია მეოთხე სათადარიგო მსაჯი რობერტას სმიტასი. VAR-ზე ორი ნიდერლანდელი არბიტრი იოჰემ […]
“თბილისში ჯოჯოხეთი გველის” – მაკედონიის ნაკრების თავდამსხმელი საქართველოსთან მატჩის წინ საუბრობს
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს. მატჩის წინ, მაკედონიის ნაკრებისა და შოტლანდიური “აბერიდინის” ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ბოიან მიოვსკიმ კომენტარი გააკეთა. “საქართველო ბოლო წლებში ფეხბურთში პროგრესირებს და თუ როგორ, ჩვენ ეს ვიცით. ეს საქართველომ სკოპიეში გამართული მატჩის მეორე ტაიმში აჩვენა. თუმცა, ვფიქრობ, პირველ […]
დავით მუჯირი: “საქართველო-ბელარუსის მატჩი დინამო არენაზე გაიმართება!”
დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშება განახლებული ფორმატით და შეცვლილი ადგილმდებარეობით ბათუმში, 18-19 იანვარს ჩატარდა. ტრადიციად ქცეული ტურნირის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა არსებული და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ live.ge-სთან ისაუბრა. მან ასევე განმარტა, რომ ერთა ლიგის მოახლოებული ნახევარფინალური მატჩი თბილისში გაიმართება. “წლების განმავლობაში ვცდილობთ, რომ ყველა ღონისძიება, რომელსაც საქართველოს […]
უეფამ დაადასტურა: საქართველოს და ბელარუსის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება!
საქართველოს ნაკრების ისტორიაში გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გულშემატკივარი დაესწრება! ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ავრცელებს. 24 სექტემბერს, ბუდაპეშტში ჩატარებული ევროპის სუპერთასის მატჩის შემდეგ, რომელიც ასე ვთქვათ, საპილოტე, სატესტო დატვირთვას ატარებდა და რომელსაც 15 000 ქომაგი დაესწრო, უეფამ გადაწყვიტა, რომ შემდეგ კვირაში გასამართ ყველა სანაკრებო შეხვედრას გულშემატკივრის 30% დაესწროს. თანაც, აღნიშნული სიახლე, ჯერჯერობით მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ მაყურებელზე […]
ვლადიმირ ვაისი: “ბედნიერი ვერ ვიქნები, პენალტზე კი კომენტარს არ გავაკეთებ”
საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის ფრედ დასრულებული შეხვედრის (1:1) შემდეგ, “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა. “ბედნიერი ვერ ვიქნები, რადგან მაკედონიამ გოლი კაცნაკლულმა გაგვიტანა. გოლი ისეთი პენალტიდან გავუშვით, რომელზეც კომენტარის გაკეთება არ მინდა. ჩვენ გვქონდა შანსი, რომ მეორე და მესამე გოლი გაგვეტანა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.ნაწყენები ვართ, რადგან ჯგუფში პირველ ადგილზე გადასვლა ისევ ვერ […]
ვლადიმირ ვაისი: “საქართველოს ნაკრებს ჩემი და თემურ ქეცბაიას ნაზავი სჭირდება”
ისტორიულ შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს წლის ბოლომდე საბრძოლველად მხოლოდ უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის საგზური დარჩა. საამისოდ, ეროვნულმა გუნდმა სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებები, შესაბამისად 15 და 18 ნოემბერს, თანაც ისეთი ანგარიშებით უნდა დაამარცხოს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობოს. პირველი მატჩი ჩვენს გუნდს მეზობელი სომხეთის წინ, 15 ნოემბერს ელის. შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა […]
5 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ბულგარეთს სტუმრად დაუპირისპირდება. იქამდე, ვიდრე “ლუდოგორეცის ჰუვეფარმა არენაზე” ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, საინტერესო იქნება სტატისტიკაში ჩახედვა და ამ თარიღით ჩატარებული მატჩების გახსენება. საინტერესოა, რომ 5 ივნისი ეროვნული გუნდის ისტორიაში არცისე კარგი დღეა და ამ თარიღით გამართულ სამივე შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელები დამარცხდნენ. […]
ერთა ლიგის ჯგუფის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების 7 ფეხბურთელი მოხვდა
ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სტატისტიკური მონაცემების მწარმოებელმა ვებ-გვერდმა, Whoscored-მა უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების 7 ფეხბურთელი მოხვდა. საუკეთესო თერთმეტეულში გიორგი მამარდაშვილი, საბა ლობჟანიძე, გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი და ბუდუ ზივზივაძე მოხვდნენ. 2-2 ადგილი ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების ფეხბურთელებმა შეავსეს. რაც […]
2 წლის წინ: ჩაკვეტაძის ბენეფისი, ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი და გამარჯვება ყაზახეთში (ვიდეო)
ზუსტად 2 წლის წინ, 2018 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა. ასტანაში, “ჯვაროსნებმა” უეფას ერთა ლიგის გახსნით შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა და ყაზახეთის ნაკრებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. მატჩი გიორგი ჩაკვეტაძის ბენეფისად იქცა, რომელმაც ჯერ 69-ე წუთზე ულამაზესი ბურთი შეაგდო, რაც ტურნირის დაარსებიდან პირველი გოლი გახლდათ, 5 წუთში კი საგოლე კომბინაცია თავად […]
სომხეთი Vs, საქართველო-სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგის C დივიზიონის მე-3 ტურში ერთმანეთს სომხეთი და საქართველო დაუპირისპირდებიან. გთავაზობთ ვაისის მიერ შერჩეულ სასტარტო თერთმეტეულს. სასტარტო: მაკარიძე – ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი – აბურჯანია, კანკავა – ყაზაიშვილი, გვილია, შენგელია – კაჭარავა. მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და საქართველოს მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
დავით სხირტლაძე: “დინამოში ჩამოსვლა უკეთესი გადაწყვეტილება იყო, იმედი მაქვს, კლუბისთვის საჭირო ფეხბურთელი გავხდები”
2020 წლის შემოდგომიდან “დინამო თბილისმა” გამოცდილი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე დაიმატა. 27 წლის ქართველ შემტევს თითქმის 10 სეზონი ევროპაში აქვს გატარებული და ისეთი ქვეყნების უმაღლეს ლიგებში უთამაშია, როგორებიც დანია, ჩეხეთი და პოლონეთია. სხირტლაძემ “დინამოსთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და ქვეყნის ჩემპიონის მაისურით უკვე თავის გამოჩენაც მოახერხა. მან ეროვნული ლიგის მე-15 ტურში, გორის “დილას” კარის აღება მოახერხა. […]
რამაზ სვანაძე: “ეს ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, ბევრ ცვლილებას არ გპირდებით”
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონს საქართველოს ნაკრები ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. წლის ბოლო მატჩში ეროვნულ გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელმაც მატჩამდე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ჩემთვის ამ მდგომარეობაში ეროვნული ნაკრების გაძღოლა უდიდესი პატივია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს ნდობის მანდატი მომანიჭა. ჩემთვის ეს აბსოლუტური მოულოდნელობა იყო. სასიამოვნო სიურპრიზი. გუნდში გვაქვს რამდენიმე […]