მატჩის წინ, ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში მდებარე “ლუდოგორეცის ჰუვეფარმა არენაზე”, საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ ქართველი ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. “პირველ რიგში, მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ფავორიტთან არ გვითამაშია, გიბრალტართან მატჩს “დინამო არენაზე” ძალიან ბევრი ქომაგი დაესწრო და იმედია მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენ გასვლით შეხვედრებში ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. უკვე მეორედ მომეცა იმის შესაძლებლობა, […]