8 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში მეორე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. ჯვაროსნების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები იქნება. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში, ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “მოგესალმებით, მიხარია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ერთმანეთს ისევ შევხვდით. მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგის გათამაშება 3 ქულით დავიწყეთ. ახლა მორიგი შეხვედრის […]