ქართველებით დაკომპლექტებული “ანორთოსისი” კვიპროსის თასის ფინალში გავიდა. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც თემურ ქეცბაიამ ყოფილი კლუბი, ნიქოზიის “აპოელი” – ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში – 3:1, ორი მატჩის ჯამში კი – 4:1 დაამარცხა. 21 აპრილს გამართულ მატჩში “ანორთოსისის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრულადაც ითამაშეს გიორგი ლორიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა, ხოლო გიორგი ქვილითაიამ მოედანი 64-ე წუთზე […]