ბათუმის ახალი სტადიონი უეფას სუპერთასის მასპინძლობას შეეცდება
ბათუმის ახალი სტადიონი, რომელიც 20 000 მაყურებელზეა გათვლილი, 2020 წლის ოქტომბერში უნდა აშენდეს. შპს “ბათუმის” მთავარმა ინჟინერმა, მირზა ბოლქვაძემ სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, ბათუმის ახალი სტადიონი უეფას სუპერთასის მასპინძლობას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ცენტრალური სტადიონი უეფას IV კატეგორიას აკმაყოფილებს და მზადაა, რომ ასეთი დონის მატჩი მიიღოს.
რობერტ ლევანდოვსკი: “პოლონელებს არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს”
მიუნხენის “ბაიერნისა” და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, 2020 წლის ბოლოს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზის მიღების ემოციებზე ისაუბრა. 32 წლის პოლონელი განმარტავს, თუ რატომ გაუჭირდა მას ამ ფაქტის დაჯერება და მის სამშობლოში არსებული საფეხბურთო მენტალიტეტის შესახებ საუბრობს. “ნება მომეცით რამდენიმე სიტყვა გითხრათ პოლონელი ხალხის შესახებ. ცერემონიის დაწყებამდე ვიცოდი, რომ მშვენიერი წელი მქონდა მიუნხენის “ბაიერნთან” […]
ოფიციალურად: სუპერთასს მაყურებელი დაესწრება
სულ ახლახანს UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საერთაშორისო მატჩს მაყურებელი დაუბრუნდება. UEFA-ს სუპერთასის მატჩს, რომელიც “ბაიერნსა” და “სევილიას” შორის 24 სექტემბერს გაიმართება, გულშემატკივარი დაესწრება. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები წლის მორიგი ტიტულის მოპოვებას ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე შეეცდებიან. ცნობილია, რომ აღნიშნული სტადიონის ტევადობა 67 215-ია, ხოლო UEFA მატჩზე 30%-ს, ანუ 20 000-ზე მეტ მაყურებელს დაუშვებს.