უეფას ევროპის კონფერენს ლიგის ფინალურ შეხვედრაში, იტალიურმა “რომამ” ნიდერლანდური “ფეიენოორდი” – 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლის გატანა ნიკოლო ძანიოლომ 32-ე წუთზე მოახერხა. როტერდამული კლუბის წინააღმდეგ მიღწეული გამარჯვების შემდეგ, “ჯალოროსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ უნიკალური მიღწევა დააფიქსირა. საქმე ისაა, რომ “განსაკუთრებულმა” შეძლო და პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც სამივე ევროპული ტურნირის მოგება მოახერხა. პორტუგალიელი სპეციალისტი ამ კუთხით ისტორიაში […]
როგორი იქნება ჯიჯი კარიერული მომავალი?
ჯანლუიჯი ბუფონის კარიერული მომავლის შესახებ იტალიურ მედიაში სიახლეები გაჟღერდა. როგორც ცნობილი ხდება, 43 წლის იტალიელმა მეკარემ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების კლუბების შემოთავაზებებზე უარი თქვა და დიდი ალბათობით, სამშობლოში დარჩება. როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო შირა აღნიშნავს, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულს შემოთავაზება ჰქონდა, რომ “ბარსელონაში” მარკ ანდრე ტერ-შტეგენის შემცვლელი ყოფილიყო. იგი მიიწვიეს პორტუგალიურმა “სპორტინგმა” და თურქულმა “ბეშიქთაშმა”, […]
ზუსტად 42 წლის წინ: დინამო თბილისმა ნაპოლი დაამარცხა (ვიდეო)
ზუსტად 42 წლის წინ, “დინამო თბილისმა” ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მატჩი და გამარჯვება ჩაწერა. ეს 1978 წლის 13 სექტემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” მოხდა, სადაც ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა იტალიური გრანდი “ნაპოლი” მიიღო და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. უეფას თასის პირველი რაუნდის ეგიდით გამართულ მატჩში, რომელსაც 75 000-მდე გულშემატკივარი დაესწრო, ანგარიში 39-ე წუთზე დავით ყიფიანმა გახსნა, […]