ბო ნიკალის დებიუტი UFC-ში დეკემბერში შედგება
ბო ნიკალის UFC-ის დებიუტი წლის ბოლოს შედგება. ის 12 დეკემბერს UFC 282-ზე გამოცდილ ვეტერანს ჯეიმი პიკეტს შეხვდება. ნიკალი MMA-ს ხუთი მებრძოლიდან ერთ-ერთი იყო, რომელმაც DWCS მე-6 სეზონის ბოლო ეპიზოდზე კონტრაქტი გააფორმა. ის არა მხოლოდ წარმოუდგენლად ნიჭიერი მოჭიდავეა, ძალიან საზრიანიც გამოდგა, რაზეც მისი განცხადება მოწმობს ჩიმაევისა და ლოგან პოლის შესახებ. “თუ UFC-ს თანახმაა, მომეცით ეს შვედი […]
ილია თოფურიასთან ბრძოლის სურვილი ტერენს მაკკინმა გამოთქვა
ილია თოფურიას მომდენო ბრძოლა 29 ოქტომბერს უნდა შემდგარიყო და “ელ მატადორის” მეტოქე სახელოვანი ბრაზილიელი ედსონ ბარბოსა იქნებოდა. თუმცა, ცნობილმა გამოცემამ MMA Fighting-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ედსონ ბარბოსა ილია თოფურიასთან ბრძოლას ჩაეხსნა. ამის მიზეზი მარცხენა მუხლზე მიღებული ტრავმა იყო, რომელიც ბრაზილიელს ზედმეტად აწუხებდა. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ბარბოსამ ტრავმის მოსაშუშებლად ოპერაცია უკვე გაიკეთა. ჯერ კიდევ გაურკვეველია დარჩება […]
ედსონ ბარბოსა ილია თოფურიასთან ბრძოლას ჩაეხსნა
ცნობილი გამოცემა MMA Fighting-ის თანახმად ედსონ ბარბოსა ილია თოფურიასთან ბრძოლას ჩაეხსნა. ამის მიზეზი მარცხენა მუხლზე მიღებული ტრავმაა, რომელიც ბრაზილიელს ზედმეტად აწუხებს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ბარბოსამ ტრავმის მოსაშუშებლად ოპერაცია უკვე გაიკეთა. ჯერ კიდევ გაურკვეველია დარჩება თოფურია ბრძოლის გარეშე, თუ 29 ოქტომბრის ღონისძიებაზე ახალ მეტოქესთან მოუწევს ბრძოლა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელს კარიერის საუკეთესო წლები ნამდვილად არ აქვს. მან […]
ზვიად ლაზიშვილი LFA-ს ჩემპიონი გახდა
ქართველმა მებრძოლმა რიკი სტილის წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. პირველივე რაუნდში “ზიკომ” მისი მეტოქე მოახრჩო და ჩემპიონის ქამარსაც დაეუფლა. იყო მომენტები, როცა მეტოქე სახიფათოდ უტევდა ზვიადს, თუმცა, ქართველმა ბრძოლა მაინც დამაჯერებლად მოიგო. ლაზიშვილმა ჩხუბის შემდგომ ინტერვიუში გაამხილა, რომ ბრძოლის წინა მომზადების დროს სამი ტრავმა მიიღო, მაგრამ მან შეძლო და ამ ტკივილს გაუძლო. ის იმედოვნებს, რომ UFC […]
რაულ როსას ჟუნიორი UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი გახდა
DWCS 55-ზე 17 წლის როსასი პირველად გამოჩნდა და MMA-ის სამყარო შოკში ჩააგდო. მისი მეტოქე 25 წლის მანდო გუტიერესი იყო, რომლის წინააღმდეგაც თინეიჯერი ძალიან მრისხანედ გამოიყურებოდა. როსასმა გუტიერესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მისი არაჩვეულებრივი შესრულების შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა მებრძოლს კონტრაქტი მისცა. 17 წლის როსასი UFC-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი გახდა. სამივე რაუნდის განმავლობაში რაული […]
მერაბ დვალიშვილმა ჟოზე ალდოს შვილის დაბადება მიულოცა
კვირას ლეგენდარულ მებრძოლს ჟოზე ალდოს ვაჟიშვილი ჟოზე ალდო III შეეძინა. ინფორმაცია ფოტოებთან ერთად სოციალურ ქსელში თავად მებრძოლმა გაავრცელა. ფოტოში კარგად ჩანს, რომ ვაჟიშვილის შეძენა ბრაზილიელისთვის საკმაოდ ემოციური იყო. ლეგენდარულ მებრძოლს შვილის შეძენა მისმა ყოფილმა მეტოქემ მერაბ დვალიშვილმაც მიულოცა.
GSP-მ გაამხილა, რომ მას ორ UFC-ის ლეგენდასთან ბრძოლის შანსი ჰქონდა
ლეგენდარულმა კანადელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ მას ანდერსონ სილვასა და ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრის შანსი ჰქონდა. ჯორჯ სენ-პიერმა კარიერა 2019 წელს დაასრულა და UFC-ის დიდების დარბაზის წევრიც გახდა. ბევრის აზრით, GSP მისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლად ითვლება. მას ყოველთვის ორ სახელს უკავშირებდნენ – საშუალო წონის მეფე ანდერსონ სილვას და დაუმარცხებელ ხაბიბ ნურმაგომედოვს. მის ბოლო ინტერვიუში მებრძოლმა ასეთი, […]
ლეგენდარულმა ჟოზე ალდომ საბრძოლო კარიერა დაასრულა
ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მებრძოლმა ჟოზე ალდომ MMA-ის კარიერა დაასრულა. “რიოს მეფემ” ეს გადაწტყვეტილება ცოტა ხნის წინ ამცნო საზოგადოებას. ბოლო ბრძოლა ჟოზემ მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც დამარცხდა. შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, მერაბმა ერთ-ერთ Youtube არხზე გაამხილა, რომ ბრაზილიელმა უთხრა მისი გადაწყვეტილების შესახებ. ღარიბ უბანში დაბადებულმა ალდომ მოზარდობისას დაიწყო საბრძოლო ხელოვნების დაუფლება. მისი დებიუტი ოქტაგონზე 17 […]
პადი პიმბლეტი 10 საზღვაო ქვეითის წინააღმდეგ | VIDEO
პიმბლეტმა საკუთარ Youtube გვერდზე გაავრცელა ვიდეო, სადაც პადი 10 საზღვაო ქვეითს გაუმკლავდა. ინგლისელს ჯერ-ჯერობით ბრძოლა არ აქვს ჩანიშნული, მაგრამ ის აქტიურ ვარჯიშს მაინც არ წყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ პიმბლეტი ძალიან ძლიერი და გამოცდილი მებრძოლია, მისთვისაც კი, ეს გამოწვევა ძალიან რთული იყო. წესები ასეთი იყო, ინგლისელი ზედიზედ 10 საზღვაო ქვეითს შეეჯიბრებოდა. ერთთან დასრულებული ბრძოლის შემდეგ, მაშინვე […]
რა თანხა გამოიმუშავეს მთავარი ბრძოლების მონაწილეებმა UFC 279-ზე?
UFC 279 განვითარებული მოვლენების გამო, ნამდვილად განსაკუთრებული გამოდგა. 12-მა მებრძოლმა ვერ შეძლო ოფიციალური წონის დაფიქსირება, მათ შორის ხამზატ ჩიმაევმაც. ამის გამო, მისი მეტოქე ნეით დიასი მის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს აცხადება. გარდა ამისა, კულისებში დაწყებული ჩხუბის გამო პრესკონფერენციაც გაუქმდა. დიდი საფრთხე იყო, რომ აღნიშნული ღონისძიება საერთოდ ჩაშლილიყო, თუმცა, დანა უაითმა მებრძოლებს მეტოქეები შეუცვალა და კარგი სანახაობაც […]
UFC-ის ყოფილი მებრძოლი ელიას თეოდორუ გარდაიცვალა
34 წლის UFC-ის ყოფილი მებრძოლი და “TUF Nations”-ის გამარჯვებული ელიას თეოდორუ გარდაიცვალა. თეოდორუ კვირას ღვიძლის სიმსივნით გარდაიცვალა. მებრძოლი მის დაავადებას საჯაროდ არ ამჟღავნებდა. TSN-ის ჟურნალისტის თქმით, ელიასის დაავადება ძალიან მძიმე იყო, დიაგნოზის დასმისას მას უკვე მე-4 სტადიის სიმსივნე ჰქონდა. 2014-2019 წლებში კანადელმა მებრძოლმა UFC-ში 11 ბრძოლა გამართა და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა. ის MMA-ის სამყაროს ყურადღების […]
საიდან აქვს ხამზატ ჩიმაევს ტუჩზე იარა, რომელიც მას დღემდე აწუხებს ?
ჩეჩენი მებრძოლი კვლავ აგრძელებს UFC-ში საოცარ ასპარეზს. მიუხედავად იმისა, რომ ხამზატმა წონა ვერ ჩააბარა, დანა უაითმა მაინც მისცა ბრძოლის საშუალება. ნეით დიასის ნაცვლად, მისი მეტოქე კევინ ჰოლანდი იყო, რომელიც პირველივე რაუნდში მარტივად დაამარცხა. ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ იარა, რომელიც კავკასიელ მებრძოლს ტუჩზე აქვს. ხამზატმა ბავშვობის მტკივნეული ისტორია მოყვა, რომელიც მისი ტუჩის იარის მიზეზია. ბავშვობაში UFC-ის მებრძოლი […]