დენიელ როდრიგესმა ხამზატისა და ჰოლანდის დაპირისპირების კადრები გაავრცელა | VIDEO
UFC-ის გაუქმებულ პრესკონფერენციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
UFC-ის ისტორიაში პირველად პრესკონფერენცია გაუქმდა და ამის მიზეზი ჩიმაევს, ჰოლანდსა და დიასს შორის დაწყებული ჩხუბი იყო. სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა ლი ჯინგლიანგისა და ტონი ფერგიუსონის პირისპირ დგომი უნდა შემდგარიყო. მაგრამ, მოვლენების ამგვარი განვითარების გამო, ეს ვერ მოხერხდა. დანა უაითის თქმით, ყველაფერმა რთულად ჩაიარა, თუმცა, არცერთი მებრძოლი არ დაშავებულა და შაბათს ნეითისა და ხამზატის დაპირისპირება მაინც […]
კულისებში დაწყებული ჩხუბის გამო, UFC-ის პრესკონფერენცია გაუქმდა
უსაფრთხოების მიზნით, UFC-ის ისტორიაში პირველად პრესკონფერენცია გაუქმდა. მიზეზად ჩიმაევისა და დიასის გუნდებს შორის კულისებში დაწყებული ჩხუბი სახელდება. მოგვიანებით დანა უაითმა განაცხადა, რომ ხამზატ ჩიმაევსა და კევინ ჰოლანდს შორის ჩხუბი ატყდა და შემდეგ ეს ყველაფერი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დანა უაითის თქმით, პრესკონფერენციის გაუქმება, მებრძოლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სწორი ნაბიჯი იყო. უაითმა აღნიშნა, რომ UFC-ს არ ჰყავდა საკმარისი […]
გიგა ჭიკაძე სადიქ იუსიფთან ბრძოლას ჩაეხსნა
ქართველ მებრძოლს სადიქ იუსუფთან ორთაბრძოლა 17 სექტემბერს ჰქონდა ჩანიშნული. გიგა ლას-ვეგასში UFC Apex-ზე დაგეგმილ ღონისძიებას გაურკვეველი მიზეზის გამო გამოეთიშა. ჯერ არ არის ცნობილი თუ ვინ იქნება ჭიკაძის შემცვლელი, მაგრამ UFC აქტიურად აგრძელებს მის ძებნას. ცნობილი გამოცემა MMA JUNKIE წერს, რომ მათ იციან თუ რომელ ვარიანტებს განიხილავს ამერიკული პრომოუშენი, თუმცა, ანონიმური წყაროების თხოვნით მათი ვინაობა არ […]
ნეით დიასი, ჩიმაევთან ბრძოლის წინ, ზეწოლას საერთოდ ვერ გრძნობს
5 დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ხამზატ ჩიმაევმა დაამტკიცა, რომ UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მებრძოლია. კავკასიელი ნამდვილად ჩამოყალიბდა ვარსკვლავად, თუმცა, მას კიდევ სჭირდება გამარჯვებები საჩემპიონო ბრძოლის მისაღებად. ამჯერად, მისი ოპონენტი ძალიან გამოცდილი 37 წლის ნეით დიასი იქნება. ამერიკელს UFC-ში 15-წლიანი სტაჟი უმაგრებს ზურგს. ამ პერიოდის განმავლობაში, მან ერთხელ იბრძოდა ჩემპიონობისთვის და UFC-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლების ნაწილი […]
ტონი ფერგიუსონი ოქტაგონზე ბრუნდება
UFC-ის ერთ-ერთი გამორჩეულო მებრძოლი ტონი ფერგიუსონი ოქტაგონს 11 სექტემბერს უბრუნდება. მისი მოწინააღმდეგე ჩინელი მებრძოლი ლი ჯინგლიანგი იქნება. ყოფილმა ჩემპიონმა მსუბუქ წონაში ახალი მიზანი დაისახა, წონა შეიცვალა და მკაცრი მოწინააღმდეგის ლი ჯინგლიანგის დამარცხებას გეგმავს. UFC-ის გულშემატკივარების გარკვეული ნაწილი და ექსპერტები ფერგიუსონის გადაწყვეტილებას ეჭვის თვალით უყურებენ. “ელ კუკუის” ეს ნაბიჯი ყველასათვის გასაკვირი იყო, რადგან არავინ ელოდა მის […]
ჯო როგანმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გააკრიტიკა
ჯო როგანმა, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რუსეთში ბრიტნი გრინერის პატიმრობის პოზიციის გამო გააკრიტიკა. UFC-ის კომენტატორი ჰარისს აკრიტიკებს, რადგან ვიცე-პრეზიდენტი ფიქრობს, რომ გრინერი ციხეში უსამართლოდ ზის. ამერიკის შეერთებული შტატების ციხეებში უამრავი ადამიანი იხდის სასჯელს ამ ბრალდებით და ამის ფონზე, ჯო როგანი ფიქრობს, რომ ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია თვალთმაქცურია. განაჩენის გამოტანის შემდეგ, ქალბატონმა ჰარისმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა: „დღევანდელი განაჩენით, რუსეთი […]
ნეით დიასი არაორდინალური ქცევით გულშემატკივარს კვლავ აკვირვებს | VIDEO
UFC-ის ვარსკვალი ნეით დიასი Instagram ლაივის დროს მარიხუანას ეწეოდა. ეს თითქოს მისგან მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუმცა, ყველაზე საინტერესო წინ არის. ამ ყველაფერს მებრძოლი მაშინ აკეთებდა, როდესაც ანტიდოპინგური სააგენტოს თანამშრომელი მას ამოწმებდა. ტესტი შარდის შემოწმებას მოიცავს, მაგრამ, როგორც ჩანს, სააგენტოს წარმომადგენელს საკმარისი რაოდენობის ნიმუში არ ჰქონდა და დიასის სახლში დიდხანს მოუწია გაჩერება. ამან ნეითს არ […]
რომან დოლიძე მომავალი ბრძოლისთვის აქტიურად ემზადება | VIDEO
ქართველმა მებრძოლმა ამირან გოგოლაძემ 24 აგვისტოს Dana White’s Contender Series-ის ეგიდით ბრძოლა გამართვა, სადაც ამერიკელ დარიუს ფლაუერსს დაუპირისპირდა. აღნიშნული შეხვედრა ამირანმა ხელის ამოვარდნის გამო ვერ გააგრძელა და შესაბამისად დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ტრავმა მეტოქის მოქმედებით არ წოფილა გამოწვეული. ამ დასანანი მარცხის შემდეგ “სნაიპერმა” სოციალურ ქსელში ასეთი პოსტი გამოქავეყნა. ამირანს მომზადების პერიოდში ქართველი მებრძოლები ზვიად ლაზიშვილი […]
ხაბიბი დრონმა შეაწუხა და მუშტიც უთავაზა | VIDEO 
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ხაბიბი მარტო ვარჯიშობს ცარიელ დარბაზში. როგორც ჩანს, ვიღაცამ ამ ყველაფრის გადაღება გადაწყვიტა, რამაც ხაბიბს, ცოტა არ იყოს, ნერვები მოუშალა და “არწივმა” მაშინვე ძლიერი მარჯვენა პირდაპირი გაუშვა დრონისკენ. ხაბიბ ნურმაგომედოვი უდავოდ არის UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. “არწივმა” დაუჯერებელი დაუმარცხებელი სერია შემოგვთავაზა, რომელიც 29 ბრძოლას მოიცავდა. მის ოპონენტთა სიაშია ისეთი სახლოვანი მებრძოლები […]
ჯო როგანის რეაქცია ლეონ ედვარდსის ნოკაუტზე | VIDEO
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჯო როგანის რეაქცია ჩანს მას შემდეგ, რაც ლეონ ედვარდსმა, ყველასათვის მოულოდნელად, კამარუ უსმანი დაანოკაუტა. ამ ბრძოლაში კამარუ უდაოდ ლიდერი იყო და ამას ოქტაგონზეც აჩვენებდა, თუმცა, დაცვაში ერთი დაშვებული შეცდომა ედვარდსმა არ აპატია და საჩემპიონო ქამარს სწორედ ის დაეუფლა. ნიგერიელი მებრძოლის ნოკაუტში ჩავარდნისას ყველა განცვიფრებული დარჩა, თუმცა, ჯო როგანის რეაქცია ყველასაგან […]