UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა და დვალიშვილის ახლო მეგობარმა ალჯამეინ სტერლინგმა იანისა და მერაბის დაპირისპირებაზე ისაუბრა. იამაიკელი დარწმუნებულია, რომ ქართველი ოქტაგონს გამარჯვებული დატოვებს. “იანი კარგი მებრძოლია, მაგრამ წესები არ იცის. როცა მერაბი პიოტრ იანს დაამარცხებს ჩვენ პირველი და მეორე ვიქნებით. მერაბმა ბრძოლისას მეტოქეზე ზეწოლა არ უნდა შეწყვიტოს და კონცენტრაცია არ უნდა დაკარგოს, რადგან იანი სახიფათო მებრძოლია. […]
ილია თოფურიას მომავალი მოწინააღმდეგე ჯოშ ემეტი იქნება
დაუმარცხებელი ილია თოფურია ოქტაგონზე ბრუნდება. ქართველი “მატადორის” მოწინააღმდეგე UFC-ის გამორჩეული მებრძოლი ჯოშ ემეტი იქნება. აღნიშნული ორთაბრძოლა 18 ივნისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ილიასთვის ეს პირველი ხუთრაუნდიანი ორთაბრძოლა იქნება. თოფურიასა და ემეტის დაპირისპირება ღონისძიების მთავარი ბრძოლა იქნება. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამერიკელის ბოლო შეხვედრა საჩემპიონო ქამარზე შედგა, სადაც იაირ როდრიგესის წინააღმდეგ მეორე რაუნდში დამარცხდა. რაც შეეხება ილიას, […]
“თუ ჰოლოუეისთან ბრძოლას ესპანეთში შემომთავაზებენ, მე ამას დავთანხმდები” – ილია თოფურია
ილია თოფურიამ UFC Jacksonvill-ზე ჯოშ ემეტი ძალიან დიდი უპირატესობით დაამარცხა და მის კარიერაში მე-14 გამარჯვება მოიპოვა. დაუმარცხებელი ქართველი სატიტულო ბრძოლას ძალიან მიუახლოვდა. როგორც ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ილია ჯერ სატიტულო ბრძოლას ვერ მიიღებს. დიდი ალბათობით მას კიდევ ერთი დაპირისპირების გამართვა მოუწევს, რომელიც შესაძლოა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ შედგეს. ამასთან დაკავშირებით თოფურიას საკუთარი პირობები აქვს. “ჩემპიონობის რიგში […]
ხაბიბის გუნდელები დაიჭირეს, მათ ციხე ემუქრებათ (ექსკლუზიური კადრები)
სისხლი, ცრემლი და ბრწყინვალე გამარჯვება – კონორ მაკგრეგორი დაბრუნდა!
დაბრუნდა! დაბრუნებაც არის და დაბრუნებაც, ოქტაგონს მონატრებულმა კონორ მაკგრეგორმა შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ირლანდიელმა მებრძოლმა, რომელსაც ბოლო ორი ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვთან და ფლოიდ მეივეზერთან წაგებული ჰქონდა დავიდ სერონი აგრესიული ჩხუბით დაამარცხა. “ნოტარიუსს” გამარჯვების მოსაპოვებლად 1 წუთიც კი არ დასჭირდა. UFC 246-ის მთავარი ბრძოლის დაწყებიდან თითქმის 40 წამის […]
გურამ ქუთათელაძის კომენტარი გამარჯვების შემდეგ
18 ოქტომბერს ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ UFC-ის სადებიუტო ბრძოლა გამართა პოლონელ მატეუშ გამროტისთან. აქამდე ქართველი მებრძოლის მეტოქეს MMA-ის წესებით 17 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და დაუმარცხებელიც იყო. რაც შეეხება გურამს, მას 13 ბრძოლა ჰქონდა გამართული და აქედან 8 ზედიდზედ – მოგებული. 18 ოქტომბერს გამართულ ბრძოლაში გამარჯვება ქართველმა მებრძოლმა მოიპოვა, თუმცა მან ბრძოლის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა: […]
ისტორიაში პირველად – ქართველი მებრძოლი UFC-ის TOP 10-შია
გასული კვირა UFC-ის ქართველი მებრძოლებისთვის წარმატებული გამოდგა – ერთ დღეში ჯერ მერაბ დვალიშვილმა კოდი სტამანი დაამარცხა, შემდეგ კი, გიგა ჭიკაძემ კაბ სვანსონს მოუგო. მორიგი ღონისძიების შემდეგ, UFC-ის ოფიციალურ საიტზე დღეს განახლებული რეიტინგები გამოქვეყნდა. გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონის მე-10 პოზიციაზე გადავიდა და ის გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც ისტორიის მანძილზე TOP 10-ში შესვლა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ […]
დენიელ კორმიემ გულშემატკივრებს ხაბიბის შესახებ ახალი ინფორმაცია გაანდო
მას შემდეგ, რაც ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC დატოვა, ყოფილ მებრძოლს ბევრჯერ დაუსვეს შეკითხვა დაბრუნდებოდა თუ არა კვლავ ოქტაგონზე. 33 წლის ჩემპიონმა დაარწმუნა გულშემატკივრებიც და ჟურნალისტებიც, რომ ის შეასრულებს დედისთვის მიცემულ პირობას და აღარ იბრძოლებს. UFC-ის ფანების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ხაბიბი მაინც დაბრუნდება. მათი აზრით, თუ მახაჩევი ოლივეირასთან დამარცხდება, ნურმაგომედოვი ბრაზილიელზე შურს იძიებს და ოქტაგონზე შეებრძოლება. […]
ბო ნიკალის დებიუტი UFC-ში დეკემბერში შედგება
ბო ნიკალის UFC-ის დებიუტი წლის ბოლოს შედგება. ის 12 დეკემბერს UFC 282-ზე გამოცდილ ვეტერანს ჯეიმი პიკეტს შეხვდება. ნიკალი MMA-ს ხუთი მებრძოლიდან ერთ-ერთი იყო, რომელმაც DWCS მე-6 სეზონის ბოლო ეპიზოდზე კონტრაქტი გააფორმა. ის არა მხოლოდ წარმოუდგენლად ნიჭიერი მოჭიდავეა, ძალიან საზრიანიც გამოდგა, რაზეც მისი განცხადება მოწმობს ჩიმაევისა და ლოგან პოლის შესახებ. “თუ UFC-ს თანახმაა, მომეცით ეს შვედი […]
რომან დოლიძის გამარჯვება ჯეკ ჰერმანსონის წინააღმდეგ | VIDEO
UFC Orlando-ზე ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით, ჯეკ ჰერმანსონი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლაში რომანის მოწინააღმდეგე ფავორიტად ითვლებოდა. თავდაპირველად ჰერმანსონის მეტოქე დერეკ ბრანსონი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს უკანასკნელი ბრძოლას ჩაეხსნა. ნორვეგიელი მებრძოლი საშუალო წონის მერვე ნომერია და მისი დამარცხებით რომანი რეიტინგში საგრძნობლად წაიწევს. 2023 წელს უნდა ველოდოთ, რომ ქართველ მებრძოლს უკეთესი მოწინააღმდეგეები […]
საუკეთესო მებრძოლთა სიაში ვოლკანოვსკი ისევ პირველ ადგილზეა
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიაში გამართულ UFC 284-ზე მახაჩევმა ვოლკანოვსკი დაამარცხა, ეს უკანასკნელი მაინც რჩება საუკეთესო მებრძოლთა პირველ ნომრად. აღნიშნული დაპირისპირებისას სასწორზე მხოლოდ მსუბუქი წონის ქამარი არ იდო, საქმე ეხებოდა საუკეთესო მებრძოლის ტიტულსაც. როგორც ზემოთ ვახსენე, მარცხის მიუხედავად ალექს ვოლკანოვსკი კვლავ UFC-ის საუკეთესო მებრძოლად რჩება. როგორც ჩანს მახაჩევმა იმ ხალხის სიმპათია ვერ დაიმსახურა, ვინც ხმის მიღებაში […]
პერეირასთან ბრძოლამდე ადესანიამ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო | VIDEO
მაიამიში გამართული UFC 287 საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. გარდა იმისა, რომ მაყურებელმა ხორხე მასვიდალი ოქტაგონზე ბოლოჯერ იხილა, გულშემატკივარი UFC-ში ალექს პერეირას პირველ მარცხსაც შეესწრო. ბრაზილიელი მებრძოლი ისრაელ ადესანიას წინააღმდეგ დამარცხდა და “იზიმ” საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა. საჩემპიონო ბრძოლისთვის მზადება არასდროს არის ადვილი, თუმცა, ადესანიასთვის ეს გზა უფრო რთული აღმოჩნდა. ნიგერიელმა ჩემპიონმა საკუთარ YouTube-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამხელს, […]