მიმდინარე კვირაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, UFC-ის მებრძოლმა, დასტინ პორიემ ტრავმა მიიღო, რის გამოც მასსა და ნეიტ დიაზს შორის ბრძოლა ვერ შედგება. ბრძოლა პორიესა და დიაზს შორის 3 ნოემბერს, ნიუ-იორკში უნდა შემდგარიყო, თუმცა როგორც ჩანს, ორი მებრძოლი ერთმანეთს, სულ მცირე 2018 წელს, არ დაუპირისპირდება. ESPN-ის თანახმად, პორიემ ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო. საინტერესოა რომ ნეით დიაზმა ბრძოლაში ხაბიბ ნურმაგომედოვი გამოიწვია: […]