პერეირასთან ბრძოლამდე ადესანიამ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო | VIDEO
მაიამიში გამართული UFC 287 საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. გარდა იმისა, რომ მაყურებელმა ხორხე მასვიდალი ოქტაგონზე ბოლოჯერ იხილა, გულშემატკივარი UFC-ში ალექს პერეირას პირველ მარცხსაც შეესწრო. ბრაზილიელი მებრძოლი ისრაელ ადესანიას წინააღმდეგ დამარცხდა და “იზიმ” საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა. საჩემპიონო ბრძოლისთვის მზადება არასდროს არის ადვილი, თუმცა, ადესანიასთვის ეს გზა უფრო რთული აღმოჩნდა. ნიგერიელმა ჩემპიონმა საკუთარ YouTube-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამხელს, […]
ნეით დიასი პოლიციას ჩაბარდა
UFC-ის ყოფილი მებრძოლი ნეით დიასი პოლიციას ჩაბარდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მებრძოლი ამერიკის დროით 7:10 საათზე ნიუ ორლეანსის პოლიციის დეპარტამენტში თავად მივიდა. ნეითს ბრალი ქუჩის ჩხუბში ედება, რომელშიც მან ერთ-ერთი ადამიანი გათიშა. აღნიშნულის გამო, მებრძოლს რვა წლიანი პატიმრობა ან $2000-იანი ჯარიმა ემუქრება. შეგახსენებთ, რომ დიასს სულ მალე ბრძოლა ელის. მისი მოწინააღმდეგე ჯეიკ პოლი იქნება. მათი დაპირისპირება […]
ისრაელ ადესანიას რეაქცია რაიან გარსიას მარცხზე | VIDEO
ილია თოფურია თავისი კარიერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბრძოლასთან ძალიან ახლოს არის. “მატადორის” მოწინააღმდეგე ჯოშ ემეტი იქნება, რომელმაც უკანასკნელი ბრძოლა დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის ჩაატარა. ილიასთვის ეს მშვენიერი შანსია, რომ ტიტულისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგას. სწორედ ამ დაპირისპირებას გამოეხმაურა ესპანეთის ერთ-ერთი გამორჩეული საინფორმაციო პორტალი El Espanol, რომელმაც თოფურიას ვრცელი სტატია მიუძღვნა. “ესპანელი MMA-ს მოყვარულები უკვე დღეებს ითვლიან, რათა ილია […]
ილია თოფურიასა და ჯოშ ემეტის ბრძოლის თარიღი შეიცვალა
როგორც უკვე ვიცით, ილია თოფურიას მომავალი ბრძოლა ჯოშ ემეტის წინააღმდეგ ელის. გავლენიანმა სპორტულმა საიტებმა დაპირისპირების თარიღად 18 ივნისი დაასახელეს. რამდენიმე საათის წინ ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაუმარცხებელი ქართველის ბრძოლამ თარიღი შეიცვალა. ამჯერად, ილიასა და ჯოშის დაპირისპირება 24 ივნისს შედგება. ამით არაფერი იცვლება, “მატადორის” ბრძოლა მაინც ხუთრაუნდიანი იქნება და საღამოს მთავარ დაპირისპირებად დარჩება. აუცილებლად უნდა […]
“მას შემდეგ, რაც ალჯოს და მერაბს დავანოკაუტებ, მათთან სიამოვნებით ვივარჯიშებ” – შონ ო’მალი
UFC-ს გამორჩეულმა მებრძოლმა და სუპერმსუბუქი წონის მეორე ნომერმა შონ ო’მალიმ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გაავრცელა. ამერიკელი სპორტსმენი თვლის, რომ ის ალჯამეინ სტერლინგსაც და მერაბ დვალიშვილსაც დაანოკაუტებს. “მას შემდეგ, რაც ალჯოს და მერაბს დავანოკაუტებ, მათთან სიამოვნებით ვივარჯიშებ” – წერს ო’მალი საკუთარ Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ეს სამი მებრძოლი ერთმანეთს შეხვდა საკმაოდ თბილად ისაუბრეს. მერაბს, ალჯოსა […]
კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს უბრუნდება?
კონორ მაკგრეგორი საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით საინტერესო პოსტს ავრცელებს, რომელიც გულშემატკივარს იმედს აძლევს, რომ ის ოქტაგონზე მალე დაბრუნდება. “მზად იყავით თარიღისთვის” – წერს ირლანდიელი საკუთარ Twitter-ზე. 33 წლის მებრძოლა ბოლო შეხვედრა ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ, ფეხის საშინელი ტრავმით დაასრულა. უამრავი მებრძოლია, რომელსაც მაკგრეგორთან დაპირისპირება სურს. გასული წლის ზაფხულში მაიკლ ჩენდლერმა ღიად დააფიქსირა, რომ მზად იყო კონორთან […]
UFC-ის კომენტატორი და MMA-ს ექსპერტი ჯონ ანიკი თვლის, რომ ვეტორის დამარცხების შემთხვევაში, ისრაელ ადესანიასთვის რომან დოლიძე საპირწონე მეტოქე იქნებოდა. “დოლიძისა და ვეტორის დაპირისპირება რამდენიმე კვირის წინ UFC 286-ზე შედგა. ახლო ბრძოლა იყო. ვფიქრობ, რომ ვეტორიმ მოიგო, მაგრამ ბევრს საპირისპირო აზრი აქვს. დოლიძეს რომ მოეგო, ის ახლა საუკეთესო სამეულში იქნებოდა. მოგების შემთხვევაში სწორედ ის იქნებოდა ადესანიას […]
ალექს პერეირას ვაჟის რექცია მამის მარცხზე | VIDEO
ადესანიასთან მარცხის შემდეგ პერეირა განცხადებას ავრცელებს
მაიამიში გამართული UFC 287 საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. გარდა იმისა, რომ მაყურებელმა ხორხე მასვიდალი ოქტაგონზე ბოლოჯერ იხილა, გულშემატკივარი UFC-ში ალექს პერეირას პირველ მარცხსაც შეესწრო. ბრაზილიელი მებრძოლი ისრაელ ადესანიას წინააღმდეგ დამარცხდა და “იზიმ” საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა. მათი დაპირისპირება საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა, ვინაიდან ეს ორი მებრძოლი აქამდე მრავალჯერ შეხვედრიან. პერეირა ერთადერთი იყო ვინც კიკბოქსინგში ადესანია ორჯერ დაანოკაუტა. […]
Weighing In პოდკასტში ჯონ მაკარტიმ და ჯოშ ტომსონმა ილია თოფურიასა და ჯოშ ემეტის მომავალ ბრძოლაზე ისაუბრეს. ყოფილი მებრძოლი და მსაჯი ამ დაპირსპირების მიმართ კარგად არიან განწყობილნი და თვლიან, რომ გულშემატკივარი კარგ სანახაობას იხილავს. “ჯოშ ტომპსონი: თოფურიასა და ემეტის დაპირისპირება დიდებული ბრძოლა იქნება. თოფურია ჯოშს თეიქდაუნებით შეაწუხებს და მას იმაზე ფიქრიც მოუწევს, როგორ შეაჩეროს ილიას ფეხის […]
ილია თოფურიას მომავალი მოწინააღმდეგე ჯოშ ემეტი იქნება
დაუმარცხებელი ილია თოფურია ოქტაგონზე ბრუნდება. ქართველი “მატადორის” მოწინააღმდეგე UFC-ის გამორჩეული მებრძოლი ჯოშ ემეტი იქნება. აღნიშნული ორთაბრძოლა 18 ივნისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ილიასთვის ეს პირველი ხუთრაუნდიანი ორთაბრძოლა იქნება. თოფურიასა და ემეტის დაპირისპირება ღონისძიების მთავარი ბრძოლა იქნება. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამერიკელის ბოლო შეხვედრა საჩემპიონო ქამარზე შედგა, სადაც იაირ როდრიგესის წინააღმდეგ მეორე რაუნდში დამარცხდა. რაც შეეხება ილიას, […]