ჩიტო ვერასა და კორი სენდჰეგენის ბრძოლის თარიღი შეიცვალა
მარლონ ვერასა და კორი სენდჰეგენის დაპირისპირება შედგება, თუმცა, სხვა დროს და სხვა ადგილას. აღნიშნული ბრძოლა UFC Fight Night 219-ის ნაცვლად, რომელიც 18 თებერვალს იყო ჩანიშნული, 25 მარტს სან ანტონიოში შედგება. როგორც ვიცით, ვეგასში გასამართ ღონისძიებაზე ჩიტოსა და სენდჰეგენის დაპირისპირება მთავარი ბრძოლა უნდა ყოფილიყო. ჯერჯერობით UFC არ ავრცელებს განცხადებას თუ რომელი წყვილი ჩაანაცვლებს ამ ბრძოლას.
“პიოტრ იანზე მონადირეები” | მერაბი და ალჯო შონ ო’მალის შეხვდნენ | VIDEO
მერაბ დვალიშვილი და ალჯამეინ სტერლინგი შონ ო’მალის შეხვდნენ. მებრძოლებმა საკმაოდ თბილად ისაუბრეს და ერთმანეთის ჯანმრთელობის მდგომარეობითაც დაინტერესდნენ. მერაბმა კი, ეს ყველაფერი საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა. დვალიშვილმა ვიდეოს აღწერაში საინტერესო ტექსტი მიუთითა: “პიოტრ იანზე მონადირეები.” შეგახსენებთ, რომ ო’მალისაც და სტერლინგსაც იანის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე აქვთ ჩატარებული და რუსი ორივე მებრძოლს დამარცხებული ჰყავს. რაც შეეხება მერაბს, […]
“კონორთან ბრძოლა მსურს, მაგრამ მას ეს არ უნდა” – ხორხე მასვიდალი
ხორხე მასვიდალს კონორ მაკგრეგორთან სურს დაპირისპირება, თუმცა, ირლანდიელის მხრიდან პასუხი არ ისმის. “კონორთან ბრძოლა მინდა, მაგრამ მას ეს არ სურს. ვფიქრობ, მასზე ძლიერი და სწრაფი ვარ. ორივემ ვიცით, რომ მე უფრო ძლიერი დარტყმა მაქვს. ასე რომ მესმის, მისთვის ეს ბრძოლა სტილისტიკურად ძალიან რთულია.” – განაცხადა მასვიდალმა MMA HOUR-თან საუბრისას. მასვიდალი 13 თვიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონს […]
“შენივე ხალხის წინაშე დაგადუმებ” – მოვსარ ევლოევი თოფურიას მიმართავს
ქართველი UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. “ელ მატადორმა” ესპანელ გულშემატკივარს აცნობა, რომ შესაძლოა ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაციამ ბრძოლის საღამო ესპანეთშიც გამართოს. როგორც იცით, ილია უკვე დიდი ხანია ესპანეთში ცხოვრობს და ბრძოლებისთვის მოსამზადებელ პერიოდს სწორედ იქ გადის. ქართველი ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ადგილობრივ გულშემატკივარსაც ძალიან უყვარს. ზემოხსენებულ პოსტს მოვსარ […]
ველოსიპედით მოსეირნე მაკგრეგორს ავტომობილი დაეჯახა | VIDEO
34 წლის კონორ მაკგრეგორი დუბლინში, მის სახლთან ახლოს ავტოავარიაში მოყვა. როგორც კონორი ამბობს, ძალიან გაუმართლა, რომ ცოცხალია. ირლანდიელი მებრძოლი ვიწრო გზაზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა, საკუთარი ველოსიპედით მისეირნობდა, რა დროსაც სწაფად მომავალი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს არავინ დაშავებულა და ამ ყველაფერზე კონორის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოც მიუთითებს.
“ყველაზე დაბალი საბრძოლო IQ ახალი თაობის წინააღმდეგ” – ცარუკიანი მაიკლ ჩენდლერს იწვევს
არმან ცარუკიანმა UFC-ის გამორჩეული მებრძოლი მაიკლ ჩენდლერი გამოიწვია. სომეხი თვლის, რომ დროა ჩენდლერმა საკუთარი პოზიცია დაიცვას. “ჰეი მაიკლ, დროა შენი პოზიცია დაიცვა. ყველაზე დაბალი საბრძოლო IQ შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალი თაობის წინააღმდეგ. მე შენ მწვერვალზე ვერ გხედავ.” არმანი UFC-ის რეიტინგში მე-8 პოზიციაზე იმყოფება ხოლო, ჩენდლერი მე-5 ადგილზეა. ცარუკიანისთვის ეს ბრძოლა კარგი შესაძლებლობა იქნება გულშემატკივარს თავი […]
“მაქს გინდა ვიბრძოლოთ?” – გიგა ჭიკაძე ჰოლოუეის იწვევს
ქართველმა UFC-ის მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ მაქს ჰოლოუეი გამოიწვია. გიგამ პოსტი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “მაქს გინდა ვიბრძლოთ? ვფიქრობ შეგვიძლია კარგი შოუ შევქმნათ.” შეგახსენებთ, რომ ბოლოს ქართველმა კელვინ კატარის წინააღდეგ იასპარეზა, 5 რაუნდიანი მძიმე ბრძოლა დათმო და UFC-ში პირველი მარცხიც იგემა. გარდა წაგებისა, ამერიკელმა ქართველს საკმაოდ მძიმე დაზიანებებიც მიაყენა, რის გამოც დიდი ხანი ბრძოლას არ იღებდა […]
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა და დვალიშვილის ახლო მეგობარმა ალჯამეინ სტერლინგმა იანისა და მერაბის დაპირისპირებაზე ისაუბრა. იამაიკელი დარწმუნებულია, რომ ქართველი ოქტაგონს გამარჯვებული დატოვებს. “იანი კარგი მებრძოლია, მაგრამ წესები არ იცის. როცა მერაბი პიოტრ იანს დაამარცხებს ჩვენ პირველი და მეორე ვიქნებით. მერაბმა ბრძოლისას მეტოქეზე ზეწოლა არ უნდა შეწყვიტოს და კონცენტრაცია არ უნდა დაკარგოს, რადგან იანი სახიფათო მებრძოლია. […]
“ჩემთვის დვალიშვილი ფავორიტია” | იანის გამარჯვების რუსებსაც არ სჯერათ
ACA-ს ვიცე-პრეზიდენტი ასლანბეკ ბადაევი მიიჩნევს, რომ იანისთვის დვალიშვილი სახიფათო მეტოქეა. “აღნიშნული ბრძოლა პიოტრისთვის ძალიან რთულია, რადგან მერაბს კარგი მოგებების სერია აქვს. მისთვის ახლა ვინმე ადვილი მეტოქე უკეთესი იქნებოდა. მერაბი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, საკმაოდ ათლეტურია და ბრძოლის მის სასიკეთოდ წარმართვა შეუძლია. რა თქმა უნდა, დარტყმის ძალა იანის მხარეს იქნება. მან მერაბს არ უნდა მისცეს საშუალება, რომ […]
“ისე ჩანს თითქოს ნგანუ ჯონსს გაექცა, თუმცა, ეს ასე არ არის” – დენიელ კორმიე
როგორც უკვე მოგეხსენებათ, UFC-ის უკვე ყოფილი ჩემპიონი ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში აღარ იბრძოლებს. ფრანსის ნგანუ უკვე ოფოციალურად UFC-ის რიგებში აღარ ირიცხება. აღნიშნული ინფორმაცია შაბათს გავრცელდა და ეს ყველაფერი დანა უაითმაც დაადასტურა: “ჩვენ ნგანუს ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ, რომელიც მას ყველაზე მაღალანაზღაურებად მძიმეწონოსანად აქცევდა, თუმცა, მან უარი განაცხადა. კონტრაქტი გავწყვიტეთ და ახლა შეუძლია ის აკეთოს, რაც სურს.” – […]
დენიელ კორმიე თვლის, რომ დანა უაითი არასწორად მოიქცა
UFC-ის ყოფილი მებრძოლი და ახლა უკვე კომენტატორი დენიელ კორმიე თვლის, რომ დანა უაითი არასწორად მოიქცა, როცა მეუღლეს ხელით შეეხო. “დანა შეცდა და მან ეს აღნიშნა კიდეც. მან დაუყონებლივ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. მას ძალიან კარგად ესმის, რომ შეცდა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მებრძოლი მის დაცვას ცდილობს. რატომ უნდა დაიცვა ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ შეცდა.” UFC-ის პრეზიდენტს […]
ვოლკანოვსკისთან ბრძოლაში მახაჩევის კუთხეში ხაბიბი არ იქნება
კარიერის დასრულების შემდეგ, ხაბიბ ნურმაგომედოვი შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდა, მაგრამ როგორც ჩანს, ის ამ საქმიანობისგან შეისვენებს. UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც თითქოს მიანიშნებდა, რომ ის ტოვებდა MMA-ს. ”წელი, რა თქმა უნდა, ძალიან დატვირთული და წარმატებული გამოდგა. თავს გაუფრთხილდეთ ძმებო. იმედი მაქვს, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორია, ყველა ძალიან მიყვარხართ.” View this […]