ჩიტო ვერასა და კორი სენდჰეგენის ბრძოლის თარიღი შეიცვალა

მარლონ ვერასა და კორი სენდჰეგენის დაპირისპირება შედგება, თუმცა, სხვა დროს და სხვა ადგილას. აღნიშნული ბრძოლა UFC Fight Night 219-ის ნაცვლად, რომელიც 18 თებერვალს იყო ჩანიშნული, 25 მარტს სან ანტონიოში შედგება.

როგორც ვიცით, ვეგასში გასამართ ღონისძიებაზე ჩიტოსა და სენდჰეგენის დაპირისპირება მთავარი ბრძოლა უნდა ყოფილიყო. ჯერჯერობით UFC არ ავრცელებს განცხადებას თუ რომელი წყვილი ჩაანაცვლებს ამ ბრძოლას.

https://twitter.com/mma_orbit/status/1621314179360514049

ჩიტო ვერასა და კორი სენდჰეგენის ბრძოლის თარიღი შეიცვალა

სტატიის ავტორი
-