“ვისურვებდი ბრძოლა საერთოდ არ ამეღო” – ბრაის მიტჩელმა თოფურიასთან ბრძოლაზე ისაუბრა
UFC 282-ზე ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მისი მეტოქე ამერიკელი ბრაის მეტჩელი იყო, რომელიც მეორე რაუნდში დანებებით დაამარცხა. თოფურიამ, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში მე-13, UFC-კი მე-5 გამარჯვება მოიპოვა. UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალ რეიტინგში ქართველი მებრძოლი მე-9 ადგილზე გადაინაცვლებს. ბრძოლიდან ორ დღეში ბრაის მიტჩელმა ახსნა თუ, რატომ დამარცხდა ილიასთან: “აუცილებლად უნდა გაცნობოთ, რომ ბრძოლის დროს […]
“ფეხბურთს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ნიჭი, ამიტომაც თამაშობენ მას სამი წლიდან” – დანა უაითი
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ფეხბურთი სძულს და მის სათამაშოდ სპორტსმენებს ნიჭი არ სჭირდებათ. დანა უაითის მეთაურობით, UFC უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 2022 წლის მონაცემებით, პრომოუშენის აქციის ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია. გარდა სპორტული ინტერესებისა, UFC-მ მებრძოლები პოპ ვარსკვლავებადაც აქცია. გასაგებია, რომ ამხელა შრომის შემდეგ, მას MMA ძალიან უყვარს. თუმცა, მან ბევრი ადამიანისთვის […]
არმან ცარუკიანისთვის საოცნებო ბრძოლა მახაჩევთან რემატჩია
მახაჩევისა და ცარუკიანის დაპირისირპირება 2019 წლის აპრილში შედგა, სადაც ეს უკანასკნელი დამარცხდა. მას შემდეგ, ისლამმა ზედიზედ ექვსი ბრძოლა მოიგო და ჩემპიონის ქამარსაც დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ სომეხმა 2019 წელს მის მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონს UFC-ში არცერთ მებრძოლთან გასჭირვებია გამარჯვების მოპოვება ისე, როგორც ეს არმანის შემთხვევაში მოხდა. Red Corner MMA-სთან საუბრისას სპორტსმენს […]
რომან დოლიძე UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა
ცოტა ხნის წინ, განახლდა UFC-ის მებრძოლთა რეიტინგი, სადაც რომან დოლიძე, საშუალო წონით კატეგორიაში, მე-8 პოზიციას იკავებს. UFC Orlando-ზე ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით, ჯეკ ჰერმანსონი დაამარცხა. ეს რომანის ზედიზედ მესამე ვადაზე ადრე გამარჯვებაა. საინტერესოა, რომ ამ ბრძოლაში რომანი აუთსაიდერად ითვლებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰერმანსონი, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ვადაზე ადრე მეორედ დამარცხდა. ნორვეგიელი მებრძოლი […]
რომან დოლიძის გამარჯვება ჯეკ ჰერმანსონის წინააღმდეგ | VIDEO
UFC Orlando-ზე ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით, ჯეკ ჰერმანსონი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლაში რომანის მოწინააღმდეგე ფავორიტად ითვლებოდა. თავდაპირველად ჰერმანსონის მეტოქე დერეკ ბრანსონი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს უკანასკნელი ბრძოლას ჩაეხსნა. ნორვეგიელი მებრძოლი საშუალო წონის მერვე ნომერია და მისი დამარცხებით რომანი რეიტინგში საგრძნობლად წაიწევს. 2023 წელს უნდა ველოდოთ, რომ ქართველ მებრძოლს უკეთესი მოწინააღმდეგეები […]
პადი პიმბლეტმა ახსნა, თუ რატომ არ გულშემატკივრობს ინგლისს კატარის მუნდიალზე
მაშინ, როცა მთელი ინგლისი მათ ნაკრებს გულშემატკივრობს და მათგან ჩემპიონობას ელის, პადი პიმბლეტმა განაცხადა, რომ ის მსოფლიოზე ინგლისს არ გულშემატკივრობს. როგორც მოგეხსენებათ, ინგლისელი მებრძოლი “ლივერპულის” დიდი გულშემატკივარია და როგორც ის ამბობს, “სქაუზერებს” საერთაშორისო ტურნირები არ ადარდებთ. ნამდვილი “სქაუზერები” საერთაშორისო ფეხბურთს საერთოდ არ ვადევნებთ თვალს. ჩვენ ვერ ვხვდებით, რატომ უნდა დავდგეთ ხელჩაკიდებული ხვა გუნდის გულშემატკივართან ერთად. […]
რომან დოლიძის მომავალი მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია
UFC-ის საშუალო წონის მებრძოლი ჯეკ ჰერმანსონი დერეკ ბრანსონს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ბრძოლას ჩაეხსნა. მის ნაცვლად კი, ჰერმანსონს რომან დოლიძე დაუპირისპირდება. აღნიშნული ბრძოლა 4 დეკემბერს არის ჩანიშნული. რომანის მეტოქე საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენია. მას პროსფესიონალურ კარიერაში სულ 30 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 23 მოიგო. ჰერმანსონი UFC-ის საშუალო წონის მერვე ნომერია. აღნიშნული მეტოქის დამარცხება ქართველ მებრძოლს […]
“პერეირასთვის მზად ვარ, მარტში კოლბისთანაც მსურს ჩხუბი” – ხამზატ ჩიმაევი
ხამზატ ჩიმაევი გეგმავს, რომ პერეირას საშუალო წონის ქამარი წაართვას და ამის შემდეგ, კოლბი კოვინგტონსაც შეებრძოლოს. ჩიმაევი ბრაზილიელის ჩემპიონობით ძალიან უკმაყოფილოა და ამას ღიად აფიქსირებს. საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით მან ასეთი პოსტი გაავრცელა: “ამ ბიჭმა ქამრისთვის 6-1 რეკორდით იბრძოლა, ნება მომეცით დავანგრიო, ჩემი რეკორდი 12-0 არის, მოდი ძმაო შევხვდეთ.” ხამზატი ქვესაშუალო წონის მებრძოლია, თუმცა, საშუალო წონაშიც […]
ისრაელ ადესანია კენედის აეროპორტში დააკავეს
UFC-ის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი ისრაელ ადესანია კენედის აეროპორტში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენს ჩანთაში კასტეტი უპოვეს. “ისრაელს რკინის საგანი მისმა ფანმა აჩუქა, რომელიც ჩანთაში შეინახა. ის აეროპორტში შემოწმებისას პოლიციამ აღმოაჩინა, ისრაელს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და მითითებებს მიჰყვებოდა. ამჟამად სპორტსმენი უკვე შინ, ახალი ზელანდიისკენ მიფრინავს.“ – განაცხადა ადესანიას მენეჯერმა ტიმ სიმპსონმა. ამ წუთისთვის არ […]
UFC-მ საუკეთესო მებრძოლების სია განაახლა
ადესანიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ალექს პერეირა UFC-ის საუკეთესო მებრძოლთა ათეულში შევიდა. ამ გამარჯვებით ბრაზილიელი საშუალო წონის ჩემპიონი გახდა და UFC-ის საუკეთესო მებრძოლთა სიაში მერვე ადგილზე გადავიდა. ჩემპიონის ქამრის დაკარგვით, ადესანია რეიტინგში დაქვეითდა და ნიგერიელი ახლა მეექვსე პოზიციაზეა. ჩარლზ ოლივეირასთან მოპოვებული გამარჯვებით, საჩემპიონო ქამრის გარდა, ისლამ მახაჩევმა საუკეთესო მებრძოლთა სიაში მეორე ადგილიც დაიმსახურა. პირველ ადგილს კვლავ […]
ჩიმაევი ალექს პერეირას ჩემპიონობით უკმაყოფილოა
ხამზატ ჩიმაევს ალექს პერეირასთან დაპირისპირება სურს და დარწმუნებულია, რომ ბრაზილიელს ქამარს წაართმევს. კავკასიელმა მებრძოლმა ადესანიასთან გამარჯვების შემდეგ, ალექსი გამოიწვია. ხამზატი ქვესაშუალო წონის მებრძოლია, თუმცა, საშუალო წონაშიც აქვს ორი ბრძოლა ჩატარებული. სპორტსმენს, დიასთან ბრძოლის წინ ვერ დაფიქსირებული წონის შემდეგ, ბევრმა მოუწოდა, საშუალო წონაში გადაენაცვლებინა, თუმცა, თავად მებრძოლმა თქვა, რომ დივიზიონის შეცვლას არ აპირებს. მიუხედავად ამისა, ხამზატი […]
ჩენდლერს მაკგრეგორთან დაპირისპირება ქვესაშუალო წონაში სურს
UFC 274-ზე ტონი ფერგიუსონთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ჩენდლერმა კონორ მაკგრეგორი ბრძოლაში გამოიწვია. ჩენდლერს სჯერა, რომ მაკგრეგორი არის ყველაზე დიდი, ყველაზე ცუდი და ყველაზე საშიში საშუალო წონით კატეგორიაში. ამერიკელს სურს ამ გამოცდის ჩაბარება და ამავდროულად აღიარებს, რომ მისთვის წონის შეცვლა რთულია. მაკგრეგორთან ჩხუბზე საუბრისას მაიკლმა თქვა: ”ის ახლა ძალიან დიდი ჩანს. მასთან სიამოვნებით ვიბრძოლებდი 77 კილოში. […]