რომან დოლიძე UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა

ცოტა ხნის წინ, განახლდა UFC-ის მებრძოლთა რეიტინგი, სადაც რომან დოლიძე, საშუალო წონით კატეგორიაში, მე-8 პოზიციას იკავებს.

UFC Orlando-ზე ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით, ჯეკ ჰერმანსონი დაამარცხა. ეს რომანის ზედიზედ მესამე ვადაზე ადრე გამარჯვებაა. საინტერესოა, რომ ამ ბრძოლაში რომანი აუთსაიდერად ითვლებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰერმანსონი, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ვადაზე ადრე მეორედ დამარცხდა.

ნორვეგიელი მებრძოლი საშუალო წონაში მე-8 ადგილზე იმყოფებოდა და ჯეკის დამარცხებით რომანმა მისი ადგილი დაიკავა.

შეგახსნებეთ, რომ 2022 წლის დასრულებმადე ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი ჩაატარებს. 10 დეკემბერს ოქტაგონზე ილია თოფურია გამოვა, რომლის მეტოქე ბრაის მიტჩელი იქნება.

რომან დოლიძე UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა

სტატიის ავტორი
-