დანა უაითი: “მაკგრეგორი არ წასულა”
UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა გუშინ ამერიკულ ტელეახთან კონორ მაკგრეგორის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ირლანდიელი რამდენიმე დღის წინ, სპორტიდან საკმაოდ მოულოდნელად წავიდა. “არ ვფიქრობ, რომ კონორმა UFC დატოვა. მას ჩემთან პირისპირ შეხვედრა და საუბარი უნდა, რაც მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში აუცილებლად მოხდება. მაკგრეგორს ყველა და მათ შორის მეც, პატივს ვცემთ, კონორი ამით ყოველთვის გამოირჩეოდა. ჩემი აზრით, […]
გიგა ჭიკაძის ექსკლუზიური ინტერვიუ ჯამალ ემერსთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)
ძველი ჩვევა: ტაისონმა მეტოქის ყური კიდევ ერთხელ შეჭამა (ვიდეო)
15-წლიანი პაუზის შემდეგ, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოკრივე მაიკ ტაისონი რინგზე დაბრუნდება. 54 წლის ამერიკელი 28 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში, ოთხ სხვადასხვა წონაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ რვარაუნდიან საგამოფენო ბრძოლაში როი ჯონს ჯუნიორს დაუპირისპირდება. რინგზე დაბრუნებამდე ლეგენდარულმა მოკრივემ საინტერესო ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის ბავშვებთან ერთად მადლიერების დღისადმი მიძღვნილ სუფრას უზის და მისი მომავალი მეტოქის “თავს” შეექცევა. ყველაზე სახალისო […]
UFC-ის დატოვების შემდეგ, ლიანა ჯოჯუა კარიერას ასრულებს
UFC-ის ყოფილი ქართველი მებრძოლი, ლიანა ჯოჯუა, რომელიც აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატიდან მიჯრით სამი შეხვედრის წაგების შემდეგ დაითხოვეს, კარიერის დასრულებას აპირებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. “ამის საჭიროებას ვეღარ ვხედავ. ადრე ამ საქმით იმიტომ ვიყავი დაკავებული,რომ ძალიან მიყვარდა და მომწონდა. ვიყავი გოგონა,რომელიც გავიზარდე სპორტში და ამას 10 წელი შევალიე. ამ სპორტის მიმართ ის სიყვარული ახლა ნამდვილად აღარ […]
ჯო როგანის რეაქცია ლეონ ედვარდსის ნოკაუტზე | VIDEO
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჯო როგანის რეაქცია ჩანს მას შემდეგ, რაც ლეონ ედვარდსმა, ყველასათვის მოულოდნელად, კამარუ უსმანი დაანოკაუტა. ამ ბრძოლაში კამარუ უდაოდ ლიდერი იყო და ამას ოქტაგონზეც აჩვენებდა, თუმცა, დაცვაში ერთი დაშვებული შეცდომა ედვარდსმა არ აპატია და საჩემპიონო ქამარს სწორედ ის დაეუფლა. ნიგერიელი მებრძოლის ნოკაუტში ჩავარდნისას ყველა განცვიფრებული დარჩა, თუმცა, ჯო როგანის რეაქცია ყველასაგან […]
UFC-ის საერთო რეიტინგი განახლდა | TOP 10-ში ამერიკელები არ არიან
UFC-მ მამაკაც მებრძოლთა საერთო რეიტინგი განაახლა და 10 საუკეთესოში ვერცერთი ამერიკელი მოხვდა. დასტინ პორიე საერთო რეიტინგში ბრენდონ მორენომ ჩაანაცვლა, რომლის კარიერაც არაჩვეულებრივად ვითარდება. პირველ ადგილზე ვოლკანოვსკია, რომელიც UFC-ში ავსტრალიის სახელით ასპარეზობს. მე-2 ნომერი ჩარლზ ოლივეირაა, რომელიც შაბათს UFC 280-ის მთავარ ბრძოლაში მე-6 ნომერ ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება. მე-3 და მე-4 ნომრები ნიგერიელები კამარუ უსმანი და ისრაელ […]
“მოდი ვიბრძოლოთ, მე ყოველთვის მზად ვარ” – დვალიშვილი იანთან ბრძოლაზე თანახმაა
რუსმა UFC-ის მებრძოლმა პიოტრ იანმა საკუთარ Instagram გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მის შესაძლო მომავალ მეტოქეებს ვხედავთ. სიაში მერაბ დვალიშვილიცაა, რომელიც სასურველ მეტოქეებში მეორე ადგილს იკავებს. დავლიშვილმა პასუხი არ დააყოვნა და იმავე პოსტის კომენტარებში უპასუხა რუსს. “მოდი ვიბრძოლოთ, მე ყოველთვის მზად ვარ” Посмотреть эту публикацию в Instagram Публикация от Gorilla Fighting Energy | MMA (@gorillafighting) ერთ-ერთმა […]
“მკვლელი პატარა ქართველი მებრძოლი” – კონორ მაკგრეგორმა მერაბ დვალიშვილს წარმატებები უსურვა
როგორც მოგეხსენებათ, 12 მარტს ქართული MMA-სთვის და ზოგადად ქართული სპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მერაბ დვალიშვილი UFC Vegas 71-ზე რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, დიდია იმის ალბათობა, რომ საჩემპიონო ბრძოლაც მიიღოს. შეხვედრის თარიღი ახლოვდება და მზადების პროცესიც უფრო და უფრო რთულდება. იმის გამო, რომ UFC PI-ში პიოტრ იანი ვარჯიშობდა, მერაბმა ორთაბრძოლისთვის მზადება UFC APEX-ში […]
მსუბუქი წონის ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი არიელ ელვანიმ საკუთარ პოდკასტში სტუმრად მიიწვია. MMA HOUR-ში იამაიკელმა ბევრ საკითხზე ისაუბრა, თუმცა, ჩვენთვის ყველა საინტერესო მერაბზე გაკეთებული კომენტარი იყო. ალჯოს თქმით, რომ არა იანის აკრძალული დარტყმა საჩემპიონო ბრძოლას ახლა დვალიშვილი მიიღებდა. “სატიტულო ბრძოლას მერაბი მიიღებდა და ჩემპიონიც ის გახდებოდა. მერაბთან არ ვიჩხუბებდი მე და ის უბრალოდ ადგილებს გავცვლიდით.” სტერლინგმა […]
დაპირისპირება ნიუ-იორკში – დიასი Vs. მასვიდალი
ნეით დიასი და ხორხე მასვიდალი UFC 244-ში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ბრძოლა 2 ნოემბერს ნიუ-იორკში დაანონსდა. UFC-ს ვარსკვლავი, ნეით დიასი 2016 წელს კონორ მაკგრეგორთან მარცხის შემდეგ, 3 წლით ისვენებდა, თუმცა გასულ თვეში ოქტაგონს დაუბრუნდა და ენტონი პეტისის დამარცხებაც მოახერხა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, დიასმა გულშემატკივარს სოციალურ ქსელში პატარა მინიშნება მისცა. Champ Camp #baddestmotherfuckerinthegame#msg 👊🏼 pic.twitter.com/kE17qsBqtM — Nathan Diaz […]
ირლანდიის პრეზიდენტობა – რა შანსი აქვს კონორს?
Შერეული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთმა გამორჩეულმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა უკვე მესამედ გააკეთა განცხადება კარიერის დასრულების შესახებ. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს UFC-ის ყოფილი ჩემპიონის საბოლოო გადაწყვეტილებაა. საინტერესოა, რა სფეროში გააგრძელებს მოღვაწეობას ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური სპორტსმენი. ამერიკელმა ბუკმეიკერებმა ამ თემაზე გამოკვლება ჩაატარეს და 31 წლის ირლანდიელის პოლიტიკური შანსები გამოთვალეს. მათი აზრით, კონორს ირლანდიის პრეზიდენტად გახდომის 1%-იანი შანსი აქვს. […]