ბუფონი, კასილასი და სხვები – 21-ე საუკუნის ტოპ 20 მეკარე გამოვლინდა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, IFFHS-მა 21-ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2001-დან 2020 წლამდე საუკეთესო გოლკიპერად ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელმაც უკან მადრიდის “რეალის” და “პორტუს” ყოფილი მეკარე იკერ კასილასი მოიტოვა. სამეული “ჩელსის” და “არსენალის” ვეტერანმა მეკარემ პეტრ ჩეხმა დახურა. საუკეთესო ხუთეულში ასევე მანუელ ნოიერი და ტიბო კურტუა მოხვდნენ. […]
ბოლო ათწლეულის მეკარეთა საუკეთესო ათეული
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარე დაასახელა. დეკადის საუკეთესო გოლკიპერად მიუნხენის “ბაიერნის” და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დასახელდა. მეორე პოზიციას ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ეროვნული გუნდის ლეგენდარული გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი იკავებს, ხოლო სამეულს მადრიდის “რეალის” და ბელგიის ნაკრების პირველი ნომერი ტიბო კურტუა ასრულებს. ათწლეულის საუკეთესო მეკარეთა ათეული შემდეგნაირად […]
საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა
საფრანგეთის ნაკრების მეკარეს სტივ მანდანდას კორონავირუსი დაუდასტურდა. მარსელის “ოლიმპიკის” გოლკიპერი ამჟამად ეროვნული გუნდის შეკრებაზე იმყოფება, სადაც COVID19-ზე ტესტი ჩაიტარა და დადებითი პასუხი მიიღო. უეფას დადგენილების თანახმად, “მამლების” მთელმა შემადგენლობამ PCR ტესტი ხელმეორედ ჩაიტარა, დადებითი პასუხი კი მხოლოდ 35 წლის კარის დარაჯმა მიიღო. ამრიგად, მანდანდა შვედეთისა და ხორვატიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს და […]
მოურინიო: “სონისა და ლორისის ჩხუბი სასიამოვნო სანახაობა იყო”
პრემიერ ლიგის 33-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში “ტოტენჰემი” “ევერტონს” დაუპირისპირდა. ლონდონში, “ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონზე” გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, გასახდელში გასვლის დროს, “ტოტენჰემის” ორ ვარსკვლავს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. უგო ლორისი და სონი ერთმანეთს მოედანზე დაუპირისპირდნენ, მათი გაშველება კი თანაგუნდელებმა შეძლეს. მომხდარ ინციდენტს ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა. მატჩის დასრულების შემდეგ, […]
ფეხბურთელები, რომლებიც მდიდარ ოჯახებში გაიზარდნენ
საფეხბურთო სამყაროს უამრავი ისეთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც უმაღლესი კლასის მოთამაშეები ღარიბ ოჯახში დაიბადნენ. ბევრი მათგანს იმის საშუალებაც არ ჰქონდა, რომ სათამაშოდ ბუცები ეყიდა. ცხადია, არსებობს განსხვავებული მაგალითებიც. გთავაზობთ იმ ტოპ კლასის ფეხბურთელების ისტორიებს, რომლებიც მდიდარ ოჯახებში გაიზარდნენ. უგო ლორისი “ტოტენჰემის” ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის მამა საინვესტიციო ბანკირია, ხოლო დედა, მარია – წარმატებული იურისტი. ცნობილია ისიც, რომ […]
ინგლისში VAR-ს აკრიტიკებენ – 67% უკმაყოფილოა
მსაჯის ვიდეო ასისტენტის სისტემა კვლავ პრემიერლიგის გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს ბოლო ტურში, “სიტისა” და “ტოტენჰემის” ცენტრალურ დაპირისპირებაში მოხდა, სადაც მსაჯს ვიდეო-გამეორების შემდეგ რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილების მიღება მოუწია. პირველად ეს მაშინ მოხდა, როცა სერჟ ორიემ სერხიო აგუეროსთან უხეში თამაშის შემდეგ 11-მეტრაინი დაინიშნა, თუმცა მხოლოდ მას მერე, რაც თამაში განახლდა და მეტოქე გუნდმა შეტევაც კი მოასწრო. […]
ოქროს ბურთი: პირველი ხუთეული ცნობილია
პრესტიჟულმა ფრანგულმა გამოცემა Fracne Football-მა 2019 წლის “ოქროს ბურთისთვის” მებრძოლი 30 ფეხბურთელიდან პირველი ხუთი ნომინანტის სახელი და გვარი გაასაჯაროვა. მსოფლიოს წლის საუკეთესო 30 ფეხბურთელს შორის უკვე 3 პრემიერლიგის წარმომადგენელია, ერთი ლა ლიგის და ერთიც ჰოლანდიის ერედივიზიონის. ინგლისის ჩემპიონატიდან ნომინანტთა შორის “ლივერპულის” და სენეგალის ნაკრების თავდამსხმელი სადიო მანე, “ტოტენჰემის” და საფრანგეთის ეროვნული გუნდის კარის დარაჯი უგო […]
უგო ლორისის საშინელი ტრავმა ბრაიტონთან (ვიდეო)
უგო ლორისის კურიოზული შეცდომა საუთჰემპტონთან (ვიდეო)
უგო ლორისის ძალიან უხეში თამაში ლოზანოს წინააღმდეგ (ვიდეო)
უგო ლორისმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
“ტოტენჰემისა” და საფრანგეთის ნაკრების კიპერმა, უგო ლორისმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა. ლორისი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მანუელ ნოიერს მიიჩნევს. ფრანგი კიპერის მტკიცებით, მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მეკარე შეუდარებელია. “ეჭვგარეშეა – ნოიერი საუკეთესოა! იგი ფენომენალური მეკარეა, რომელიც მომავალში კვლავ ბრწყინვალედ იასპარეზებს. მის ამჟამინდელ ფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები უსაფუძვლოა”,- აღნიშნა უგო ლორისმა.
უგო ლორისის საოცარი სეივი გუშინდელი მატჩიდან (ვიდეო)
Hugo Lloris 🇫🇷 !!!pic.twitter.com/ed36X8fuAc — Cenk (@ForzaYids) October 11, 2018