ბოლო ათწლეულის მეკარეთა საუკეთესო ათეული
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარე დაასახელა. დეკადის საუკეთესო გოლკიპერად მიუნხენის “ბაიერნის” და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დასახელდა. მეორე პოზიციას ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ეროვნული გუნდის ლეგენდარული გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი იკავებს, ხოლო სამეულს მადრიდის “რეალის” და ბელგიის ნაკრების პირველი ნომერი ტიბო კურტუა ასრულებს. ათწლეულის საუკეთესო მეკარეთა ათეული შემდეგნაირად […]
უგო ლორისი სკანდალში გაეხვა
ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო, უგო ლორისი სკანდალში გაეხვა.
ლორისი | ვთხოვეთ, რომ უილიამსი არ გაეგდო
საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, საფრანგეთი უელსს დაუპირისპირდა. ნიცაში, “ალიანც რივიერაზე” გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. მატჩის 26-ე წუთზე, საჯარიმოში ხელით თამაშის გამო, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ნეკო უილიამსი გააძევა და უელსის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. თერთმეტმეტრიანის შესრულება ნაკრებში ახლად დაბრუნებულმა კარიმ ბენზემამ გადაწყვიტა – ბენზემას დარტყმული დენი უარდმა მოიგერია. მატჩის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების კიპერმა […]
ლორისის და დანილოს მძიმე შეჯახება და პენალტი საფრანგეთის კარში (ვიდეო)
ტოტენჰემს ინტერთან ორი ლიდერი გამოაკლდა
დღეს, 18 სექტემბერს, სტარტს აიღებს ჩემპიონთა ლიგა. ტურნირი B ჯგუფის თამაშებით გაიხსნება, სადაც “ინტერი” “ტოტენჰემს”, “ბარსელონა” კი “პსვ-ს” დაუპირისპირდება.
ინგლისში VAR-ს აკრიტიკებენ – 67% უკმაყოფილოა
მსაჯის ვიდეო ასისტენტის სისტემა კვლავ პრემიერლიგის გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს ბოლო ტურში, “სიტისა” და “ტოტენჰემის” ცენტრალურ დაპირისპირებაში მოხდა, სადაც მსაჯს ვიდეო-გამეორების შემდეგ რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილების მიღება მოუწია. პირველად ეს მაშინ მოხდა, როცა სერჟ ორიემ სერხიო აგუეროსთან უხეში თამაშის შემდეგ 11-მეტრაინი დაინიშნა, თუმცა მხოლოდ მას მერე, რაც თამაში განახლდა და მეტოქე გუნდმა შეტევაც კი მოასწრო. […]
საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა
საფრანგეთის ნაკრების მეკარეს სტივ მანდანდას კორონავირუსი დაუდასტურდა. მარსელის “ოლიმპიკის” გოლკიპერი ამჟამად ეროვნული გუნდის შეკრებაზე იმყოფება, სადაც COVID19-ზე ტესტი ჩაიტარა და დადებითი პასუხი მიიღო. უეფას დადგენილების თანახმად, “მამლების” მთელმა შემადგენლობამ PCR ტესტი ხელმეორედ ჩაიტარა, დადებითი პასუხი კი მხოლოდ 35 წლის კარის დარაჯმა მიიღო. ამრიგად, მანდანდა შვედეთისა და ხორვატიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს და […]
“ტოტენჰემი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი მეკარის შეძენას აპირებს, ვინაიდან გუნდის ამჟამინდელი მთავარი გოლკიპერი, უგო ლორისი კლუბის შეცვლაზე ფიქრობს. როგორც იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო შირა Twitter- ზე წერს, “დეზების” ხელმძღვანელობამ უკვე მიმართა ტურინის “იუვენტუსს” ვოიცეხ შესნის შეძენასთან დაკავშირებით. “ბებერი ქალბატონი” მზად არის გაუშვას პოლონელი მეკარე, თუკი “მილანიდან” ჯანლუიჯი დონარუმას შეძენას მოახერხებს. უგო ლორისი “ნიცას” აკადემიის აღზრდილია […]