უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები სომხეთის ეროვნულ გუნდს 11 ოქტომბერს, ნეიტრალურ არენაზე, პოლონეთში დაუპირისპირდება. მატჩამდე, მეზობელი ქვეყნის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გამოცდილმა ესპანელმა, ხოაკინ კაპაროსმა მეტოქის ძალების, საკუთარი გუნდის ლიდერის და შეხვედრის მოგების შანსების შესახებ ისაუბრა. “ნებისმიერ გუნდს უნდა ჰყავდეს ლიდერი და ჩვენი ლიდერი არის ჰენო (მხითარიანი), ის არის ფეხბურთელი, რომელიც […]