5:0-დან მოგებული სეტი | ბასილაშვილის საოცარი ქამბექი უიმბლდონზე ენდი მარისთან
საქართველოს პირველმა და მსოფლიოს 28-ე ნომერი – ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წლის უიმბლდონზე პირველ მატჩს ატარებს, სადაც მისი მეტოქე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ამ ტურნირის ორგზის ჩემპიონი, ბრიტანელი – ენდი მარია. ნიკოლოზ ბასილაშვილი ორსეტიანი ჩამორჩენის შემდეგ, 5:0-დან მატჩში დაბრუნდა და სეტი მოიგო (2:1). ნოკოლოზ ბასილაშვილი მესამე სეტში 5:0-ს მარცხებოდა და ზედიზედ 7 გეიმის მოგება შეძლო, რითიც […]
როჯერ ფედერერის მორიგი ისტორიული შედეგი
14 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის – უიმბლდონის ფინალი აიღებს სტარტს, სადაც ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი დაუპირისპირდებიან. 1974 წლიდან დღემდე, როჯერ ფედერერი გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი (37), რომელიც გრანდ სლემის ფინალში ითამაშებს.
განადგურებული როჯერ ფედერერი და სერენა უილიამსი
ახლახანს England Lawn Tennis Club-მა უიმბლდონის ტურნირის ჩატარება არჩატარების საკითხზე, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება ასეთია – კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის უიმბლდონის ტურნირი გაუქმებულია, ჩოგბურთელები და ჩოგბურთის მოყვარულები ბალახის საფარიანი დიდი სლემის ტურნირით 2021 წლამდე ვერ ისიამოვნებენ. რამდენიმე დღის წინ მედიაგამოცემა Eurosport-ი როჯერ ფედერერისა და სერენა უილიამსის შესახებ იწერებოდა, რომ კორონავირუსისგან საჩოგბურთო სამყაროს უდიდესი ზიანი […]
უიმბლდონის პირველი წრე | ბასილაშვილი ლეგენდასთან ჯახით იწყებს
28 ივნისს, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი – უიმბლდონი იღებს სტარტს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას და ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება. ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, პირველ წრეში, ლეგენდარული ბრიტანელი ჩოგბურთელი, ორგზის უიმბლდონის და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი – ენდი მარი იქნება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის უიმბლდონი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, 2019 წელს კი ნიკოლოზ ბასილაშვილის ასპარეზობა მეორე […]
ყველაფერი, რაც უიმბლდონის პირველი წრის მთავარი მატჩების შესახებ უნდა ვიცოდეთ
მიმდინარე კვირაში საჩოგბურთო სამყაროში “საზეიმო”, დიდი სლემის ტურნირი – უიმბლდონი დაიწყო. დიდ ბრიტანეთში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც ფინალში კევინ ანდერსონი დაამარცხა. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სენსაციები საკმაოდ მრავლად დაფიქსირდა. ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. ფილიპ კოლშრაიბერი შეხვედრის ვიდეომიმოხილვა: მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი და უიმბლდონის […]
უიმბლდონის ძალიან სახალისო მომენტები (ვიდეო)
ჯოკოვიჩმა ისტორიული ფინალი მოიგო!
ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის გამარჯვებულია! სერბმა ჩორბურთელმა ძალიან დაძაბულ ფინალში 37 წლის როჯერ ფედერერი დაამარცხა. მატჩი 4 საათისა და 55 წუთის განმავლობაში, გარდამავალი უპირატესობის ფონზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ჯოკოვიჩმა ანგარიშით 7:6; 1:6; 7:6; 4:6; 13:12 (7:3) გაიმარჯვა. ამ მომენტისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩს 16, რაფაელ ნადალს 18, ხოლო როჯერ ფედერერს კი 20 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული.
როჯერ ფედერერმა საკუთარ კარიერაზე მოკლე კომენტარი გააკეთა
2019 წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი – უიმბლდონი დასრულებულია. ეს იყო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელების მონაწილეობით. როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა მაყურებელს დრამატული შეხვედრა შესთავაზეს, საბოლოოდ 5-სეტიანი დაპირისპირების გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. 37 წლის შვეიცარიელს, რომელიც 1 თვეში 38 წლის გახდება საფინალო შეხვედრის ბოლო სეტში ორმაგი შანსი […]
ენდი მარის ემოციური დამშვიდობება (ვიდეო)
შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა, ენდი მარიმ უიმბლდონის ტურნირის შემდეგ კარიერის დასრულება ემოციურად დააანონსა
ნოვაკ ჯოკოვიჩი: “გულშემატკივრები ფედერერს სკანდირებდნენ, მე კი ჯოკოვიჩი ჩამესმოდა”
14 ივლისს დიდი სლემის ტურნირის უიმბლდონის საფინალო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ლეგენდარული შვეიცარიელი მაესტრო, როჯერ ფედერერი და პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპისირპირდნენ. დრამატული 5-სეტიანი შეხვედრა ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც უიმბლდონი მეხუთედ, ხოლო დიდი სლემის ტურნირი მეთექვსმეტედ მოიგო. საფინალო შეხვედრაში ფედერერს საგრძნობლად მეტი ადამიანი უჭერდა მხარს, ვიდრე ნოლეს, ამასთან დაკავშირებით ბევრმა ადამიანმა გააკეთა კომენტარი, […]
უამრავი რეკორდი ერთ მატჩში | ისტორიული შეხვედრა უიმბლდონზე
2010 წლის უიმბლდონის საჩოგბურთო ასპარეზი მსოფლიო ჩოგბურთისათვის ისტორიული არადამახასიათებელ ჭრილში აღმოჩნდა – არადამახასიათებელ, ვინაიდან თითეული ჩატარებული უიმბლდონიც და ნებისმიერ დიდი სლემის ტურნირიც ჩოგბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ეწერება. საქმე ეხება ჯონ ისნერისა და ნიკოლას მაიუს დაპირისპირებას. ეს გახლავთ შეხვედრა, რომელმაც როგორც უიმბლდონის ასევე ზოგადად ჩოგბურთის რეკორდები ერთი მეორეს მიყოლებით მოხსნა. ყველაზე მეტი გეიმი – პირველ რიგში […]
ნადალი: “უიმბლდონამდე აღარსად ვითამაშებ”
დასრულდა საფრანგეთში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირი – როლან გაროსი, რომელიც “ტრადიციულად” რაფაელ ნადალის გამარჯვებით დასრულდა, მან კარიერაში მე-18 დიდი სლემის ტიტული მოიპოვა, აქედან 12 კი როლან გაროსია. მოგებული ტიტულის შემდეგ რაფამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უიმბლონამდე დასვენებას აპირებს. “ყველამ იცის, რომ ბალახზე თამაში ნამდვილად მიყვარს, თუმცა ისიც ყველამ იცის, რომ ჩემთვის გადაბმულად რამდენიმე კვირის თამაში საკმაოდ […]