ბასკონიამ უნიკახა შენგელიას გარეშეც დაამარცხა
ლიგა ენდესას მე-13 ტურში “უნიკახამ” “ბასკონიას” უმასპინძლა და 64:81 დამარცხდა.
გიორგი შერმადინი ევროთასის ტურის MVP გახდა! (ვიდეო)
საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ევროთასის ტურის MVP გახდა. მისმა “უნიკახამ” სტუმრად მონტენეგროული “მორნარი” დაამარცხა, გიორგის ანგარიშზე კი 26 ქულა 7 მოხსნა ,1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო. გიოს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34-ს მიაღწია, იგივე შედეგი ჰქონდა რუსული “უნიქსის” კალათბურთელს რეიმარ მორგანს. სწორედ ამ ორმა კალათბურთელმა გაიყო ტურის ყველაზე სარგებლიანი მოთამაშის ტიტული.
გიორგი შერმადინი შეხვედრის MVP გახდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფემ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ესპანეთის ჩემპონატის მე-7 ტურში ერთმანეთს “უნიკახა” და “ტენერიფე” დაუპირისპირდნენ, შეხვედრა “ტენერიფეს” გამარჯვებით ანგარიშით 79:86 დასრულდა. “უნიკახასთან” გამარჯვება ქართველი კალათბურთელის გუნდისთვის ზედიზედ მეექვსეა და “ტენერიფე” ესპანეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს 12 ქულით. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, საბოლოო ჯამში კი სულ 27:24 წუთი […]
გიორგი შერმადინის მორიგი გაბრწყინება ევროპაში
ევროთასის ტოპ 16-ის მესამე ტურში “უნიკახამ”, რომელშიც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი თამაშობს, საკუთარ მოედანზე “ლიმოჟი” 79:72 დაამარცხა.
გიორგი შერმადინის საოცარი მატჩი მონტენეგროში და MVP-ს ტიტული
გიორგი შერმადინმა საოცარი მატჩი ჩაატარა საკალათბურთო „ევროთასზე“. ქართველმა ცენტრმა, მესამე ტურის შეხვედრაში, მონტენეგროს „მორნარ ბარ“-ს 26 ქულა ჩაუგდო, რასაც 7 მოხსნა 2 პასი და 1 ბლოკშოტიც მიამატა. გიორგიმ 26 ქულის აღება 21 წუთში მოახერხა. საქართელოს ნაკრების ცენტრმა, 14 დან 11 ორქულიანი, ერთი სამიანი და ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. გიორგის კარგი თამაში ძალიან გამოადგა გუნდს და “უნიკახამ” […]
გიორგი შერმადინის ულამაზესი “დანქი” ბარსელონასთან (ვიდეო)
¡El póster de @gioshermadini!#LigaEndesa 🎥 En directo por @vamospic.twitter.com/IG4b9tv6Gz — Liga Endesa (@ACBCOM) December 16, 2018
გიორგი შერმადინის ულამაზესი ჩატენვა მადრიდის რეალთან (ვიდეო)
გიორგი შერმადინმა ფენომენალური სტატისტიკა დააფიქსირა და მატჩის MVP გახდა (ვიდეო)
Eurocup-ის მე-9 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “უნიქსი” “უნიკახას” დაუპირისპირდა. მიმდინარე სეზონის ლიდერების დრამატული ბრძოლა უნიქსის გამარჯვებით, ანგარიშით 87:84 დასრულდა. ყაზანში გამართული მატჩი გიორგი შერმადინისათვის განსაკუთრებული გამოდგა. “უნიკახას” ქართველმა ცენტრმა ფენომენალური სტატისტიკა დააფიქსირა – თუმცა მისი გარჯის მიუხედავად ესპანელებმა დასანანი მარცხი იწვნიეს. გიორგი შერმადინმა 24:18 წუთი დაჰყო პარკეტზე და ამ დროის განმავლობაში ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო […]
თორნიკე შენგელიას ბასკონიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
მას შემდეგ რაც კორონავირუსის პანდემიამ ყველა სპორტული ღონისძიება შეაჩერა, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონათი არასტანდარტული ფორმატით გაგრძელდა. ახალ ფორმატში ქართველი ლეგიონერების გუნდები უდანაკარგოდ მოხვდნენ და საკმაოდ საინტერესო შეხვედრებსაც მართავენ. თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” დღეს უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში გიორგი შერმადინის ყოფილი გუნდი “უნიკახა” ოვერტაიმში 1-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 27 წუთი და 3 წამი გაატარა, რა დროშიც 9 ქულას, […]
უმოტივაციო უნიკახა და შერმადინის 7 ქულა
ევროთასის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში, “უნიკახა”, რომელშიც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი საკმაოდ წარმატებულად თამაშობს, ბელგრადში “ცრვენა ზვეზდასთან” 105:89 დამარცხდა.
შენგელიამ ბურჯანაძე დაამარცხა.
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ მატჩში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოას” დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 85-66 დაამარცხა. “ბასკონია” წინა ტურში მოულოდნელად დამარცხდა და ამიტომ ამ მატჩში გამარჯვება ძალიან ესაჭიროებოდა. თოკომ 20:52 წუთი ითამაშა და მისმა მონაგარმა 13 ქულა 5 მოხსნა და 4 პასი შეადგინა, რაც შეეხება ბექას, იგი პარკეტზე 18:17 წუთი იმყოფებოდა და ამ დროის განმალობაში […]
შერმადინის 17 ქულა და შენგელიას გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში
ესპანეთის ACB ლიგაში რიგით მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა, სადა ტრადიციულად საქართველოს ნაკრების წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა. თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” “ფუენლაბრადა” სტუმრად 60:110 გაანადგურა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრის ხასიათიდან გამომდინარე, “ბასკონიას” ქართველი კაპიტანი დიდად არ დატვირთულა – მისმა მონაგარმა 19:14 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი შეადგინა. გიორგი შერმადინის “უნიკახამ” “გრან კანარია” შინ 89:76 […]