ეროვნულ ლიგაში 2020 წლის სეზონის პირველი გოლი საჩხერის “ჩიხურამ” გაიტანა, თუმცა კორიფაძის ზუსტი პენალტი იმერულ კლუბს “საბურთალოსთან” სტუმრად ქულის მოპოვებაში ვერ დაეხმარა. თბილისში გამართული მატჩის შემდეგ, “ჩიხურას” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვახტანგ თურმანიძემ თავისი ხელმძღვანელობით გამართული პირველი ოფიციალური მატჩი შეაფასა. “ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ახალი სეზონის დაწყებას ვულოცავ. მნიშვნელოვანი წელიწადი გველოდება, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე – […]
ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა და საქართველოს ჩემპიონატმა თითქმის ერთთვიანი პაუზაა აიღო. ზაფხული პირველ პოზიციაზე “დინამო ბათუმმა” დაასრულა, რომელმაც ბოლო შეხვედრა თბილისში, “მერანს” – 2:1 მოუგო. აჭარელთა ლიდერობაში წვლილი მათმა უშუალო კონკურენტმაც შეიტანა – “დინამო თბილისმა” ქულები კახეთში, “თელავთან” დაკარგა – 0:0. კიდევ ერთი უგოლო ფრე ითამაშა კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა – “ლოკომოტივმა” სამტრედიიდან ქულა წამოიღო. […]
ეროვნული ლიგა: 2020 წლის სეზონის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი “დინამო თბილისის” ჩემპიონობით დასრულდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ტრიუმფი ისტორიაში მეთვრამეტედ იზეიმა და საჩემპიონო ფარი თავისთან კიდევ ერთი წლით დაიტოვა. “ლურჯ-თეთრებს” რთული სეზონი გამოუვიდათ: სეზონის შუაში შეცვლილი მთავარი მწვრთნელი, ევროტურნირებზე უმძიმესი მარცხი, თუმცა ამის მიუხედავად ჩისკოს გუნდმა შიდა ჩემპიონატში 40 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ზედიზედ მეორედ, ვიცე-ჩემპიონის წოდება […]