ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრა, ტურნირის 10-გუნდიანი ფორმატის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალშედეგიანი გამოვიდა და სულ 2 გოლი გავიდა. აქამდე ჩატარებული 165 ტურის ჯამში, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ხუთ შეხვედრაში 3-ზე ნაკლები გოლი გავიდა. საინტერესოა, რომ თითო-თითო გოლი აჭარულმა კლუბებმა გაიტანეს: ბათუმის “დინამომ” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი “დინამო თბილისი” გიული მანჯგალაძის მიერ გატანილი გოლით […]
“დილამ” ბრაზილიელი მცველი დაიმატა
28 წლის მარცხენა მცველი ვანდერსონ სილვა გორის “დილას” ფეხბურთელია. ბრაზილიელმა უკანახაზელმა, რომელიც “დილას” რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. კარიერა ვანდერსონმა კარიერის დიდი ნაწილი სამშობლოში, ბრაზილიის ქვედა ლიგების კლუბებში, “ვილა ნოვაში”, “ოპერარიოსა” და ანაპოლისში გაატარა. საზღვარგარეთ კი მან ისრაელის და აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის კლუბებში ებრაული “სახანინისა” და აზერბაიჯანული “საბაჰის” […]