საქართველოს ნაკრების მორაგბემ, ვანო კარკაძემ ,,ბრივი” დატოვა და კარიერას ,,მონპელიეში” გააგრძელებს. ლაშა მაჭარაშვილთან, ლუკა ჯაფარიძესთან და ლუკა კოტორაშვილთან (ესპუარები) ერთად, კარკაძე მეოთხე ქართველია, რომელიც ,,მონპელიეში” ითამაშებს. ,,მონპელიემ” Top 14-ის გასული სეზონი მე-11 პოზიციაზე დაასრულა, ,,ბრივი” კი ბოლო ადგილზე გავიდა და Pro D2-ში დაქვეითდა.